| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაქოვის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2025-2026 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
სასწავლო წლის მიწურულს პატარებმა საანბანო ზეიმი მოაწყვეს.
„შენ, სომხური ასოები ლამაზად დაწერე
დღეიდან სამუდამოდ ჩემი ხარ... “- ეს სიტყვები გასდევდა ლაიტმოტივად ღონისძიებას, რომლის მიზანი პირველი სასწავლო წლის მიღწევების აღნიშვნა და ცოდნისა და შესაძლებლობების წარმოჩენა იყო.
გაიმართა პირველკლასელების დასკვნითი სპექტაკლი სახელწოდებით - „ცოდნის გასაღები“.
„ჩვენი პირველკლასელები უკვე გაიზარდნენ, ეზიარნენ მესროპ მაშტოცის დატოვებულ საგანძურს. მათ ხელთ აქვთ გასაღები სახელად „ანბანი“, რომელიც მეცნიერების სამყაროში სინათლით შეუძღვება“,-აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა სასწავლო მიღწევები.
ეს ლამაზი და შინაარსიანი ღონისძიება მასწავლებელმა შოღიკ სიმონიანმა მოაწყო. სკოლაში მას მადლობას უხდიან თავდადებისთვის, საქმის სიყვარულისა და მომავალ თაობაზე განსაკუთრებული ზრუნვისთვის.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას