სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მემკვიდრეობითი მუტაციური ცვალებადობა და ემპათიის როლი მუტაციური დაავადებების ცნობადობის ამაღლებაში“ - საინტერესო პროექტი რუსთავი N23 სკოლაში
04-06-2026
-
+


ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავი №23 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და მათი თვალსაწიერის გაფართოებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

ახლახან, მე-11გ კლასში ჩატარდა გაკვეთილი-პროექტი თემაზე - „მემკვიდრეობითი მუტაციური ცვალებადობა და ემპათიის როლი მუტაციური დაავადებების ცნობადობის ამაღლებაში“.

პროექტის მიმდინარეობისას გამოყენებულ იქნა მთელი რიგი აქტივობები: მოსწავლეებმა ვიდეომასალის, პოსტერების, მოდელებისა და ბუკლეტების დახმარებით წარმოადგინეს როგორც გენური (ნამგლისებრი ანემია, მორისის სინდრომი, პროგერია, დიუშენის სინდრომი, ჰემოფილია, პოლიდაქტილია, ალბინიზმი), ასევე გენომური (დაუნის სინდრომი, ედვარსის სინდრომი, ტერნერ-შერეშევსკის სინდრომი, კლაინ-ფელტერის სინდრომი) და ქრომოსომული („კატის კნავილი“, მწვავე ლეიკოზი) დაავადებები თუ სინდრომები. 

თითოეული დაავადების პრეზენტაციის წარდგენისას ყურადღება გამახვილდა მათ გამომწვევ მიზეზებზე, მიმდინარეობასა და ნიშნებზე, ასაკობრივ და სქესობრივ მაჩვენებელზე, მკურნალობის არსებულ მეთოდებსა და ეფექტურობაზე. აქვე განიხილეს მათი მოლეკულური მექანიზმი, არა მხოლოდ ბიოლოგიის, არამედ ფიზიკისა და ქიმიის კანონზომირებების დარღვევები, რომლებიც სხვადასხვა მუტაგენური ფაქტორების ზეგავლენით განიცდიან ცვლილებებს და იწვევენ ამ უმძიმეს დაავადებებს.

პროექტის მიმდინარეობის ფარგლებში დასახელდა გამოჩენილი ადამიანები მემკვიდრული დაავადებებით.

მოსწავლეებმა ასევე შეადგინეს კითხვარი და შესაბამისად დიაგრამა, რომლის დახმარებით დაადგინეს ამ დაავადების თუ სინდრომების შესახებ თუ რა იციან თანატოლებმა და მოქალაქეებმა (სულ გამოკითხულ იქნა 100 პიროვნება). დიაგრამის განხილვისას აღმოჩნდა, რომ ცნობადობა არც ისე დაბალია, თუმცა საჭიროა მეტი  მუშაობა მაგალითად:

1)მოეწყოს შეხვედრა სასკოლო საზოგადოებასთან;

2)გაკეთდეს ნამუშევრების პრეზენტაცია;

3)დარიგდეს შესაბამისი ბუკლეტები;

4)ჩატარდეს საუბრები ემპათიის როლზე.

დასკვნით ნაწილში მოსწავლეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ემპათიის როლზე, როგორც ერთ-ერთ ცნობადობის ამაღლებასთან დაკავშირებულ  ფაქტორზე. მათ ვიდეოფირების ჩვენებით და თავიანთი მოსაზრებების გამოთქმით, ერთხელ კიდევ გაამყარეს მოსაზრება იმის შესახებ, რომ გულისხმიერი თანადგომა მნიშვნელოვნად ცვლის დაავადებულ ადამიანთა ცხოვრების ხარისხს და ასევე მაღლა წევს საზოგადოების ცნობადობას ამ დაავადებების შესახებ. მუტაციურ დაავადებათა უმეტესობა განუკურნებელ დაავადებად ითვლება და ბუნებრივია თითოეული დაავადებული ადამიანი საზოგადოების ნებისმიერი წევრისგან ნამდვილად საჭიროებს დიდ ყურადღებასა და პატივისცემას.

მოსწავლეებში გაჟღერდა იმედი იმისა, რომ მომავალში იქნება პერსპექტივები იმისა, რომ მოიძებნოს მუტაციური დაავადებების განკურნების გზები, თუნდაც გენური თერაპიის დახმარებით.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება