| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლაში მე-4 კლასელებმა ნაყოფიერი ოთხი წელიწადი ღონისძიებით შეაჯამეს.
გაიმართა მე-4 კლასის მოსწავლეთა გამოსაშვები ზეიმი. გამოსაშვები ღონისძიება შთამბეჭდავად წარიმართა და არაერთი საინტერესო ნომერი გააერთიანა.
მე-4 კლასის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამა წარმოადგინეს და სასკოლო საზოგადოებას აჩვენეს თუ რამდენი რამ ისწავლეს ამ ოთხი სასწავლო წლის განმავლობაში.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისთვის ეს დღე განსაკუთრებით ემოციური იყო, რადგან წელს პირველ მასწავლებელს - მაია ვასაძეს ემშვიდობებიან.
პედაგოგმა მოსწავლეებს გზა დაულოცა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა.
„სააქტო დარბაზში შესვლისთანავე იგრძნობოდა, რომ განსაკუთრებული დღე იყო. ფერადი ბუშტებითა და ბავშვების ნამუშევრებით მორთული გარემო მაშინვე სადღესასწაულო განწყობას ქმნიდა. მაყურებელთა რიგებში მსხდომი მშობლების სახეებზე ერთდროულად აისახებოდა დიდი მოლოდინი, სიხარული და ნერვიულობა.
როგორც კი მუსიკა აჟღერდა და სცენაზე ხელჩაკიდებული ბავშვები გამოვიდნენ, დარბაზში მქუხარე ტაში გაისმა. საოცარი იყო იმის დანახვა, თუ როგორ გარდაისახნენ ეს პატარები ნამდვილ არტისტებად.
ისინი დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით კითხულობდნენ ლექსებს, მღეროდნენ და ასრულებდნენ ცეკვებს. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო სასკოლო ცხოვრებიდან გაცოცხლებული იუმორისტული სცენები, რამაც მთელი დარბაზი გაამხიარულა.
ზეიმი გრანდიოზული ტაშითა და დიდი სამახსოვრო ფოტოგადაღებით დასრულდა. როგორც მაყურებელმა, დარბაზი უდიდესი პოზიტივით, სიამაყითა და იმ იმედით დავტოვე, რომ ამ შეკრულ და ნიჭიერ კლასს წინ კიდევ ბევრი ასეთი ლამაზი დღე ელის“, - გვიყვება სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავჯდომარე ლევან დავითაძე.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი თამარ ზედელაშვილი ხელმძღვანელობდა
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას