სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბავშვთა დაცვის დაუვიწყარი დღესასწაული ქუთაისის N20 საჯარო სკოლაში 
05-06-2026
-
+


ქუთაისის N20 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გამორჩეულად აღინიშნა. 

სკოლაში ყველაფერი გააკეთეს და მოსწავლეებს ფერადი, ხალისიანი და დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქეს. 

დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს სიურპრიზი მოუწყვეს. სკოლის ეზო ფერადი ბუშტებითა და ულამაზესი დეკორაციებით შეიმოსა, რამაც დილიდანვე საზეიმო განწყობა შექმნა.

გაკვეთილების დასრულების შემდეგ, ეზოში ზღაპრული დღესასწაული დაიწყო: სპეციალურად მოწყობილი დახლებიდან პედაგოგები ბავშვებს გემრიელი ფუნთუშებითა და პოპკორნით გაუმასპინძლდნენ.

პატარებმა სახეები მოიხატეს, ჩაერთნენ სამაგიდო თამაშებში და ბევრი იმხიარულეს, გაიმართა მოსწავლეთა დაჯილდოება.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მეორე კლასელების წარმატება. ამ კლასში ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი, რის გამოც დამრიგებელმა, ლალი გიორგაძემ, თავის მოსწავლეებს ორმაგი სიურპრიზი მოუწყო - თითოეულ მათგანს გადასცა კალიგრაფიის კონკურსში მონაწილეობის სერტიფიკატები და საჩუქრად ულამაზესი წიგნები.

„დღე სავსე იყო ღიმილით, სიცილითა და პოზიტიური ემოციებით. ჩვენი მიზანი ხომ სწორედ მათი ბედნიერი სახეების დანახვაა!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებისთვის ბედნიერ ბავშვობას უზრუნველყოფენ. 

დღე ჰაერში ბუშტების გაშვებით დასრულდა - პატარებმა საჰაერო ბურთებს სურვილები დააწერეს და გაუშვეს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

პიროვნება
სკოლები

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება