სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N32 საჯარო სკოლამ 2025-2026 სასწავლო წლის „კაშკაშა“ კურსდამთავრებულები გააცილა
03-06-2026
-
+


არსებობს სივრცეები, სადაც განათლება მხოლოდ სახელმძღვანელოების ფურცლებით არ შემოიფარგლება, სადაც ყოველი დილა დიდი მიზნებით, სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით იწყება და სწორედ ასეთია ავთანდილ დეკანოიძის სახელობის, ქუთაისის N32 საჯარო სკოლა, რომელმაც წლების განმავლობაში ათასობით ახალგაზრდას მისცა არა მხოლოდ საფუძვლიანი ცოდნა, არამედ ცხოვრებისეული ორიენტირიც. 

გამონაკლისი არც 2025-2026 სასწავლო წელი აღმოჩნდა - მეთორმეტეკლასელები მშობლიური სკოლის კედლებს დაემშვიდობნენ და დამოუკიდებელ ცხოვრებაში პირველ ნაბიჯები გადადგეს.

რა არის ქუთაისის N32 საჯარო სკოლის წარმატების მთავარი საიდუმლო? - მასწავლებლები, რომლებიც საკუთარ პროფესიას უმაღლეს პასუხისმგებლობად მიიჩნევენ, წარმატებით ნერგავენ სწავლების თანამედროვე მეთოდებს და ორიენტირებულნი არიან მოსწავლეთა მხარდაჭერაზე...

სწორედ პედაგოგების დაუღალავი შრომის შედეგია ის, რომ სკოლა წლიდან წლამდე ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს, 2025-2026 სასწავლო წლის გამოსაშვები კლასის მოსწავლეები კი განსაკუთრებული თაობაა. მათ ცოდნის მშობლიური ტაძრის ისტორიაში საკუთარი ნათელი კვალი უკვე დატოვეს, ასახელეს სკოლა სხვადასხვა ინტელექტუალურ თუ სპორტულ შეჯიბრებაში მიღწეული შედეგებით და ამაყად შეაბიჯეს დამოუკიდებელ ცხოვრებაში.

მშობლიურმა სკოლამ და მასწავლებლებმა კი დიდი სიყვარულით, საუკეთესო სურვილებითა და ამ ემოციური მიმართვით გააცილეს თავისი საამაყო შვილები:

ბავშვებო, თქვენ წინაშეა მთელი სამყარო თავისი შესაძლებლობებით. იარეთ ყოველთვის მართალი, თამამი და კეთილი ნაბიჯებით. ქუთაისის N32 საჯარო სკოლა იქნება თქვენი უსაფრთხო ნავსაყუდელი, ადგილი, სადაც ყოველთვის გელიან.

სინათლით სავსე ცხოვრებას გისურვებთ, ჩვენო ძვირფასო კურსდამთავრებულებო!“

იხილეთ ვიდეო

 

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება