სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„საქართველოს ელექტროფიკაცია - გაუმარჯოს თანამშრომლობას და მეგობრობას აფხაზ და ქართველ ხალხს შორის“ - შთამბეჭდავი პროექტი ქუთაისის N32 სკოლაში 
05-06-2026
-
+


ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრაზე გეოგრაფიის პედაგოგმა - ლელა ბრეგაძემ განახორციელა პროექტი სახელწოდებით - „საქართველოს ელექტროფიკაცია - გაუმარჯოს თანამშრომლობას და მეგობრობას აფხაზ და ქართველ ხალხს შორის“.

პროექტმა მოსწავლეებს შეახსენა, რომ ელექტროენერგია თანამედროვე საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია. ელექტროენერგიის გამოყენებამ შეცვალა ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება: გამარტივდა სამუშაო პროცესები, განვითარდა ახალი ტექნოლოგიები და გაიზარდა ეკონომიკური შესაძლებლობები. ენგურჰესი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გარანტია. იგი თავის მხრივ უნიკალური ნაგებობაა და კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. გარდა ამისა, განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი დატვირთვა აქვს. ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც ქართველები და აფხაზები ერთსულოვნად თანამშრომლობენ. სადგურის ერთობლივი ექსპლუატაციის მნიშვნელობა ორივე მხარეს კარგად აქვს გააზრებული.

პროექტის ფარგლებში, გეოგრაფიის და ფიზიკის საგანთა ინტეგრირებით მოსწავლეებმა შექმნეს საქართველოს ელექტროფიცირებული რუკა.

რუკა, ნებისმიერი საფეხურის მოსწავლეს საშუალებას მისცემს, თამაშით ისწავლოს.

სად მდებარეობს საქართველოს ტერიტორიაზე ჰიდრო, თბოელექტროსადგურები და ელ. ენერგიის მიღების ალტერნატიული წყაროები.

პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითი აღმოჩნდა. 

„წარმატებები ჩვენი სკოლის საუკეთესო მოსწავლეებსა და მათ მოტივირებულ,პროფესიონალ პედაგოგებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა ენთუზიაზმი და მასწავლებლის შემოქმედებითი მიდგომები. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

პიროვნება
სკოლები

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება