| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყველა დიდი წარმატება და პროგრესი ცხოვრებაში ერთი პატარა, თამამი ოცნებით იწყება. თუმცა, იმისათვის, რომ ეს ოცნება რეალობად იქცეს, საჭიროა მყარი საძირკველი, პროფესიონალიზმი და გარემო, რომელიც ბავშვს საკუთარი შესაძლებლობების რწმენას აძლევს. ზუსტად ამ მისიას ემსახურება არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნება“ - თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცე, სადაც ემოციური ინტელექტი და უმაღლესი აკადემიური სტანდარტები ერთმანეთს სრულყოფილად ერწყმის.
აქ თითოეული მოსწავლის ინდივიდუალიზმს უფრთხილდებიან, მათ ნიჭს გზას უხსნიან და ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეებად აყალიბებენ; სწორედ ასეთი მიდგომების დასტურია ადგილობრივი მოსწავლეების წარმატებული მონაწილეობა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში.
როგორც სკოლაში გვიამბობენ, მიმდინარე ზაფხულს, სკოლა „ოცნებიდან“ სხვადასხვა მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტში, პრესტიჟულ საზაფხულო სკოლასა და ბანაკში 5 წარმატებული მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. თითოეული მათგანი სკოლის მაღალი აკადემიური სტანდარტისა და სწორი ღირებულებების მკაფიო დასტურია.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მე-9 კლასის მოსწავლე, ნიკოლოზ კვასტიანი (დამრიგებელი - ირინე ცაავა). ნიკოლოზმა სასწავლო წლის განმავლობაში სამოქალაქო განათლების მიმართულებით წარმოჩენილი ცოდნის და მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გამო უდიდესი აღიარება მოიპოვა - იგი მიწვეული გახლავთ საქართველოს ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთობლივ პროექტ „ჯარის ბანაკში“. ეს წარმატება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ სკოლა „ოცნება“ მხოლოდ განათლებას კი არ გასცემს, არამედ სამშობლოს მოყვარულ, სამაგალითო მოქალაქეებს ზრდის.
ასევე წარმატება მოუტანა სკოლას მე-11 კლასის მოსწავლემ, ანანო კოპალიანმა (დამრიგებელი - სოფიო იმედაძე). ანანო საერთაშორისო აღიარების მქონე TOEFL-ის კონკურსის ბრწყინვალე გამარჯვებული გახდა. აღსანიშნავია, რომ ეს კონკურსი სკოლა „ოცნებაში“ English Book Education-ისა და ETS Global-ის პარტნიორობით განხორციელდა. ანანომ მთელი იმერეთის მასშტაბით, მონაწილე მე-11 კლასელებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა! ამ შთამბეჭდავი გამარჯვების წყალობით, იგი ჩაერთვება „ბრიტანული უნივერსიტეტისა“ და English Book Education-ის „წიგნის კლუბის“ მიერ ორგანიზებულ მაღალრეიტინგულ ინგლისურენოვან პროექტში. ეს არის საზაფხულო სკოლა, რომელიც ეფუძნება კემბრიჯის უნივერსიტეტის უნიკალურ PACIER მეთოდოლოგიას და „ბრიტანული უნივერსიტეტის“ თბილისის კამპუსში განხორციელდება.
აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სკოლა „ოცნება“ მუდმივად ნერგავს ჯანსაღი კონკურენციისა და მოტივაციის ამაღლების თანამედროვე მექანიზმებს. სწორედ ამ სტრატეგიის ფარგლებში, წელს პირველად, სკოლაში უპრეცედენტო გათამაშება-კონკურსი ჩატარდა. მასში მონაწილეობის უფლება მხოლოდ იმ გამორჩეულ ახალგაზრდებს მიეცათ, რომლებმაც თავიანთი განსაკუთრებული აკადემიური მოსწრებითა და აქტიურობით „2025-2026 სასწავლო წლის საუკეთესო მოსწავლის“ საპატიო ტიტული მოიპოვეს.
კონკურსის ფარგლებში ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სხვადასხვა პრიზით, თუმცა მთავარი პრიზი საზაფხულო სკოლის გრანტებს უკავშირდებოდა. სიმბოლურია, რომ გათამაშების მთავარი ჯილდოების - საზაფხულო სკოლის 100%-იანი და 50%-იანი დაფინანსების მფლობელები სკოლის სამი ნიჭიერი მოსწავლე, სამი სესილი გახდა:
სესილი იოსელიანი (VIII კლასი, კლასის ხელმძღვანელი - ხათუნა ბუაძე) - მოიპოვა საზაფხულო სკოლის 100%-იანი გრანტი და აბსოლუტური დაფინანსება.
სესილი ბზიკაძე (VII კლასი, კლასის ხელმძღვანელი - სალომე რუხაძე) - გახდა საზაფხულო სკოლის 50%-იანი დაფინანსების მფლობელი.
სესილი ჟორჟოლიანი (XI კლასი, კლასის ხელმძღვანელი - სოფიო იმედაძე) - ასევე დაეუფლა საზაფხულო სკოლის 50%-იან სასწავლო გრანტს.
ეს შედეგები კი გახლავთ დასტური, რომ „ოცნების“ ადმინისტრაცია და მენეჯმენტი მუდმივად უზრუნველყოფს, მოსწავლეებმა მხოლოდ განათლება კი არ მიიღონ, არამედ ცოდნა პრაქტიკაში დანერგონ და მიაღწიონ წარმატებებს.
ჩვენ კი დავძენთ, რომ სკოლა „ოცნება“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან. ახალი პროექტების მუდმივი მოზიდვა და ისეთი მოტივაციური გარემოს შექმნა, სადაც თითოეულ მოსწავლეს შეუძლია საკუთარი ნიჭისა და პოტენციალის სრულად გამოვლენა, სკოლის გრძელვადიანი სტრატეგიის ქვაკუთხედია.
II-VI კლასის მოსწავლეები სასკოლო ფორმებს ნოემბერ-დეკემბერში მიიღებენ
არარატ ელიზბარიანი უკვე 35 წელია მომავალი თაობის აღზრდა-განათლებას ემსახურება
„სინათლით სავსე ცხოვრებას გისურვებთ, ჩვენო ძვირფასო კურსდამთავრებულებო!“
ეზოში აჟღერებულმა მხიარულმა მუსიკამ და ბავშვების გულწრფელმა ღიმილმა თბილი და სადღესასწაულო ატმოსფერო შექმნა
ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას