| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გამორჩეულად აღინიშნა.
დირექციამ და პედაგოგებმა ბავშვებს დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქეს. სკოლა-გიმნაზიაში სახალისო ღონისძიება მოეწყო. საბავშვო მუსიკის თანხლებით მოსწავლეებმა გიმნაზიის ეზო ფერადი ცარცებით მოხატეს. ითამაშეს, იცეკვეს, ბავშვური ჟრიამულითა და მხიარულებით აივსო გარემო.
ასევე, გიმნაზიის ეზოში მოეწყო საჭადრაკო ტურნირი. მონაწილეობდნენ მე-2ა (კლასის ხელმძღვანელი თინათინ ბლიაძე) და მე-2ბ (კლასის ხელმძღვანელი ქეთევან მოსულიშვილი) კლასების მოსწავლეები.
თამაში მეტად საინტერესოდ წარიმართა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები. მოსწავლეთა ჭადრაკის პედაგოგი მაია ფიფია გახლავთ.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მე-5ბ კლასში გაიმართა ფილმის - „საოცრება“ ჩვენება. (კლასის ხელმძღვანელი მზიური კოჩალიძე, პედაგოგი მაია ფიფია).
მოსწავლეებმა ფილმს დიდი ინტერესით უყურეს. როგორც სკოლა-გიმნაზიაში გვეუბნებიან, ფილმის ჩვენების მიზანი იყო ემპათიისა და თანაგრძნობის ამაღლება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
პატარებმა შერჩეულ ტერიტორიაზე ნერგები დარგეს და მწვანე მომავლის შექმნაში წვლილი შეიტანეს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას