| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის №4 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
სკოლაში ულამაზესი და შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა, რომლის ორგანიზატორები იყვნენ სკოლის დირექტორი - მაკა გუბელაძე და ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის პედაგოგები - თამილა გიგატაძე, ვერა ლომიძე, დავით მოდებაძე.
ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები, რომლებმაც თავიანთი ნიჭი და შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
წარმოდგენილი იყო ნომრები, რომლებმაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
ღონისძიების თითოეული ეპიზოდი სითბოთი, სიხარულითა და ბავშვური ხალისით იყო სავსე.
ღონისძიების მთავარი გზავნილი იყო ბავშვთა უფლებების, კეთილდღეობისა და ბედნიერი ბავშვობის მნიშვნელობის წარმოჩენა.
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რამდენად მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა და განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა.
როგორც სკოლაში აღნიშნა, ამ დღემ სასიამოვნო მოგონებები დაუტოვა როგორც მონაწილეებს, ისე უფროსებს. ღონისძიებამ ნათლად წარმოაჩინა, რომ ბავშვები ჩვენი საზოგადოების ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი ნაწილია. ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ეს ლამაზი ღონისძიება ყველასთვის სიხარულისა და პოზიტიური ემოციების წყაროდ იქცა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი თამარ ზედელაშვილი ხელმძღვანელობდა
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას