სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ბოლო ზარი“ სკოლა „ანაბასისში“-  სიყვარულით, მადლიერებით, სევდანარევი სიხარულითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით სავსე დღე 
02-06-2026
-
+


უცნაური ჟრიამულით დაიწყო 20 მაისის დილა სკოლა „ანაბასისში“. სკოლა ბოლო ზარისთვის ემზადებოდა და კიდევ ერთ თაობას აცილებდა დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე.

საუცხოოდ იყო მორთული სკოლაც და საკლასო ოთახებიც. მეთორმეტეკლასელების ქათქათა პერანგებზე მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა და მშობლებმა სამახსოვრო წარწერები დატოვეს. თბილი სიტყვები და კეთილი სურვილები ერთმანეთს თავად კლასელებმაც გაუზიარეს, რაც ამ დღის განსაკუთრებულ ემოციად იქცა.

ჩატარდა „ბოლო გაკვეთილი“, სადაც მოსწავლეებმა გაიხსენეს განვლილი წლები, დაუვიწყარი მოგონებები და ისაუბრეს იმაზე, თუ რა მისცა მათ სკოლა „ანაბასისმა“. მათ მოისმინეს მასწავლებლების დალოცვა, გულწრფელი რჩევები და კეთილი სურვილები მომავალი ცხოვრების გზაზე.

შემდეგ ღონისძიება სკოლის ეზოში გაგრძელდა, სადაც კურსდამთავრებულებს უამრავი ადამიანი ელოდა. დამრიგებელმა - თეა სამხარაძემ, მისალმებისა და დალოცვის შემდეგ ღონისძიების წარმართვა თავად მოსწავლეებს ანდო. დღის განმავლობაში შესრულდა ცეკვები, წარმოდგენილი იყო მხიარული ნომრები, სიტყვით გამოვიდნენ პირველი მასწავლებლები და საგნის პედაგოგები. კურსდამთავრებულებს დალოცვა და წარმატების სურვილები გაუზიარა სკოლის დირექტორმაც.

ღონისძიების დასასრულს დირექტორმა და დამრიგებელმა მოსწავლეებს სამახსოვრო დიპლომები გადასცეს. დღის ყველაზე ემოციურ მომენტად კი ფერადი ბუშტების გაშვება იქცა - თითოეულმა კურსდამთავრებულმა ჩაიფიქრა სურვილი და ცისკენ გაუშვა თავისი ოცნება.

სკოლაში კიდევ ერთხელ ულოცავენ კურდამთავრებულებს სკოლის დამთავრებას და დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით აცილებენ. 

„ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას.

ძვირაფასო კურსდამთავრებულებო, გისურვებთ წარმატებით, ბედნიერებითა და ღირსეული გამარჯვებებით სავსე მომავალს. სიყვსრულით გლოცავთ, თქვენი „ანაბასისი“,- აღნიშნულია სკოლის მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება