სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ბავშვობა გვინდა მუდამ“ - სამთაწყარო საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გამორჩეულად აღინიშნა
02-06-2026
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყარო საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად მხიარულ, ფერად და ემოციურ გარემოში აღინიშნა.

ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართული II–XI კლასების მოსწავლეები, ხოლო ორგანიზების პროცესში მონაწილეობდნენ I–XII კლასების დამრიგებლები, სკოლის დირექცია და ადმინისტრაცია.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დღის მთავარი მიზანი იყო ბავშვებისთვის სიხარულის, სიყვარულის, ყურადღებისა და დაუვიწყარი ემოციების ჩუქება.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა გასართობ აქტივობაში. გაიმართა სიმღერები, ცეკვები, მხიარული თამაშები და შემოქმედებითი ნომრები. მასწავლებლების დახმარებით ბავშვებს მოეხატათ სახეები, რამაც განსაკუთრებული სიხარული და აღტაცება გამოიწვია. ასევე გაიმართა საჰაერო ბუშტების აქტივობა ბუშტებზე დაიწერა მოსწავლეთა სახელები, შემდეგ ისინი გაუშვეს ჰაერში და ბავშვებს უნდა ეპოვათ საკუთარი სახელი. ეს აქტივობა ბავშვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და ემოციური ნაწილი აღმოჩნდა.

„განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის X კლასის ბიჭებს, რომელთა ინიციატივითაც მთელი სკოლისთვის შეიძინეს „ჩუპა-ჩუპსები“ და ამ ტკბილი ჟესტით მიულოცეს თანასკოლელებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. მათი ეს საქციელი იყო ზრუნვის, მეგობრობისა და სასკოლო ერთიანობის შესანიშნავი მაგალითი“,- გვიყვებიან სკოლაში. 

სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური მადლობას უხდის ყველა დამრიგებელს, ადმინისტრაციას, მოსწავლეებს და თითოეულ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ლამაზი დღის ორგანიზებაში.

„ბავშვთა დაცვის დღე გვახსენებს, რომ თითოეული ბავშვი იმსახურებს სიყვარულს, სიხარულს, უსაფრთხო გარემოსა და მხარდაჭერას. მადლობა ჩვენს მოსწავლეებს აქტიურობისთვის, დამრიგებლებს თავდადებისთვის, ადმინისტრაციას ორგანიზებისთვის და X კლასის ბიჭებს განსაკუთრებული ინიციატივისთვის. გვჯერა, რომ ასეთი დღეები ბავშვებს დიდხანს დაამახსოვრდებათ და კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს სასკოლო ოჯახს.

ღონისძიებამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა ჩართულობას, გუნდურობას, ურთიერთპატივისცემას, უფროსი და უმცროსი კლასების დაახლოებას და სკოლაში პოზიტიური გარემოს განმტკიცებას.

ვულოცავთ ყველა ბავშვს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! გისურვებთ ბედნიერ, მშვიდობიან, ფერად და სიყვარულით სავსე ბავშვობას. ბავშვობა გვინდა მუდამ!“,- აღნიშნავს დირექტორი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება