სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბავშვთა დაცვის დაუვიწყარი დღესასწაული გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში
02-06-2026
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გამორჩეულად აღინიშნა. 

მოეწყო მხიარული და ფერადი დღესასწაული, რომელმაც ბავშვებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა. 

„ამ დღემ კიდევ ერთხელ შეგვახსენა უფროსებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მომავალ თაობაზე ზრუნვა, ხოლო ბავშვებისთვის იგი სიხარულისა და მეგობრობის ნამდვილ დღესასწაულად იქცა!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ამ ლამაზი დღის შესახებ გვიყვებიან. 

დილის პირველივე საათებიდან სკოლა სრულიად შეიცვალა - დერეფნები ფერადი დროშებით მოირთო, რამაც ნამდვილი სადღესასწაულო განწყობა შექმნა.

დღის პროგრამა საოცრად დატვირთული და საინტერესო აღმოჩნდა:

შემეცნებითი ნაწილი: რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, კრისტინა ბიჩახჩიანმა , მოსწავლეებისთვის საინტერესო პრეზენტაცია მოამზადა. ბავშვებმა გაიგეს ამ დღის ისტორია და ის, თუ რატომ არის იგი ასეთი მნიშვნელოვანი მთელ მსოფლიოში.

გოგონების ენერგიული ფლეშმობი: დღესასწაულის ნამდვილ მშვენებად იქცა ნიჭიერი გოგონების გამოსვლა. ისინი ერთ მეგობრულ საცეკვაო გუნდად გაერთიანდნენ და საოცარი, დინამიკური ფლეშმობი მოაწყვეს. საოცარი ენერგიით გოგონებმა გარშემო ყველა აიყოლიეს -  მაყურებლები აღფრთოვანებით უკრავდნენ ტაშს მათ გამოსვლას. მათმა სახალისო სასცენო ნომერმა ყველას პოზიტიური განწყობა აჩუქა. 

ხელოვნების დერეფანი: ასფალტზე ხატვის ნაცვლად საგამოფენო სივრცე პირდაპირ სკოლაში მოეწყო. დერეფნის გასწვრივ გაიშალა გრძელი მაგიდები ქაღალდებით, სადაც თითოეულ მოსწავლეს შეეძლო თავისი ფანტაზიით გაეფერადებინა ეს ლამაზი დღე.

სპორტული აზარტი: უფროსკლასელმა ბიჭებმა ნამდვილი ორგანიზატორული ნიჭი გამოავლინეს და უმცროსი ბავშვებისთვის მხიარული სპორტული თამაშები და ესტაფეტები ჩაატარეს. სკოლაში დიდი ჟრიამული და მეგობრული ატმოსფერო სუფევდა.

დღესასწაულის კულმინაცია გახდა ფერადი ბოლის ეფექტური შოუ, რომელმაც ირგვლივ ყველაფერი ცისარტყელას ფერებში შეღება. ბოლოს კი მოსწავლეემა ცაში ფერადი საჰაერო ბუშტები გაუშვეს და ყველაზე თბილი სურვილები ჩაიფიქრეს. 

„მადლობას ვუხდით ყველა პედაგოგს, ორგანიზატორსა და, რა თქმა უნდა, ჩვენს საოცარ მოსწავლეებს ამ დაუვიწყარი დღისთვის! ვუსურვებთ ჩვენს შვილებს მშვიდობიან, ბედნიერ და ნათელი ფერებით სავსე ბავშვობას!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო1, ვიდეო2, ვიდეო3

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება