| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მესტიის N1 საჯარო სკოლაში სკოლაში ნამდვილი საგანმანათლებლო დღესასწაული მოეწყო, რომლის აქტიური მონაწილეები მულახის საჯარო სკოლის მოსწავლეები იყვნენ.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებელ ანა გულბანის მიწვევით, საინტერესო და აზარტულ ვიქტორინაში - „გონიერი“ - მიიღეს მონაწილეობა.
ვიქტორინის ფარგლებში დაწყებითი კლასების მოსწავლეებისგან დაკომპლექტდა შერეული გუნდები (ოთხივე კლასის ჩართულობით). ბავშვებმა მაქსიმალურად გამოავლინეს ცოდნა და საკუთარი შესაძლებლობები.
ღონისძიების დასასრულს გამოვლინდნენ გამარჯვებულები. მონაწილეებს საზეიმოდ გადაეცათ სერტიფიკატები, რამაც კიდევ უფრო მეტი მოტივაცია და სიხარული აჩუქა თითოეულ მათგანს.
ეს ემოციური დღე კი უგემრიელესი ტორტის გაჭრითა და ცაში ფერადი ჰელიუმის ბუშტების გაშვებით დაგვირგვინდა
„უდიდეს მადლობას ვუხდით მესტიის N1 საჯარო სკოლას და პირადად მასწავლებელ ანა გულბანს ასეთი მასპინძლობისთვის, საინტერესო ინიციატივისთვის და ჩვენს პატარებს შორის მეგობრული ხიდების გაბმისთვის“,- აღნიშნავენ მულახის საჯარო სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი თამარ ზედელაშვილი ხელმძღვანელობდა
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას