სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

როცა სამართალს ვაჟასეული სიბრძნე და ბუნების სიყვარული განაგებს - ლიტერატურული სასამართლო ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში
02-06-2026
-
+


იმ სამყაროში, სადაც ადამიანისა და ბუნების კავშირი ხშირად ირღვევა, ქუთაისის ავთანდილ დეკანოიძის სახელობის N32 საჯარო სკოლამ ჰუმანურობისა და შემოქმედებითი აღმაფრენის მაგალითი დაგვანახა. მე-6 „დ“ კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ლალი კაშიას ხელმძღვანელობით, ჩაატარეს პროექტი - ლიტერატურული სასამართლო ვაჟა-ფშაველას გენიალური მოთხრობის - „იას“ მიხედვით.

აღსანიშნავია, რომ ეს გახლდათ ემოციური და იმავდროულად არგუმენტირებული მსჯელობა, თუ სად გადის ზღვარი ადამიანის საჭიროებებსა და ბუნების წინაშე ჩადენილ დანაშაულს შორის.

ბრალდება და ბუნების ხმა სასამართლო დარბაზში

„ბრალდებულის“ სკამზე იჯდა პერსონაჟი, რომელმაც ნაჯახის ერთი მოქნევით მოჭრა ტოტებგართხმული, საუკუნოვანი წიფელი და ამით სიცოცხლე მოუსწრაფა მოღუღუნე ქედანს. ბრალდების მხარე განსაკუთრებული სიმკაცრითა და დამაჯერებლობით შეუდგა საქმეს, წარმოადგინეს უტყუარი არგუმენტები, მტკიცებულებები და დარბაზში დანაშაულებრივი ქმედების თვითმხილველნი მოიყვანეს - თავად ბუნების შვილები:

ია და სასუტელა

თელა და წვერხმელი ხეები

გუგულისკაბა და დიდგულა

პროცესს განსაკუთრებული სიმძაფრე შეჰმატეს ბუნების მცველებმა - მათ ისაუბრეს გლობალურ საფრთხეებზე, „წითელი წიგნის“ მნიშვნელობაზე, რამაც ბუნების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული მეტად დაამძიმა... ამ მუხტმა თავად ბრალდებულიც კი აიძულა, ღრმად ჩაფიქრებულიყო საკუთარ ქმედებებზე.

დაცვის მხარის არგუმენტები და ვაჟას ფშაველა სასამართლო პროცესზე 

დაცვის მხარემ მონადირე არა როგორც ცივსისხლიანი ბოროტმოქმედი, არამედ როგორც მძიმე სოციალური რეალობის მსხვერპლი, ისე წარმოაჩინა. მათი მთავარი სათქმელი იყო ის, რომ ადამიანი ბუნებას ხშირად მხოლოდ ფიზიკური არსებობისა და ოჯახის გადარჩენისთვის იყენებს.

ამ რეალობის საილუსტრაციოდ, მასწავლებლის კრეატიული ხედვითა და პედაგოგიური ჩანაფიქრით, სასამართლოზე ტექსტგარეშე პერსონაჟები - მონადირის ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები წარდგნენ. ამ ორიგინალურმა სვლამ დარბაზში მსხდომთ საკითხი სრულიად სხვა კუთხით დაანახა და ისინი უდიდესი დილემის წინაშე დააყენა.

თუმცა, საღამოს კულმინაცია და ყველაზე ემოციური მომენტი თავად მგოსნის, ვაჟა-ფშაველას „შემოსვლა“ აღმოჩნდა სასამართლო პროცესზე. დიდებულმა მწერალმა ბრალდებულს ემოციური სიტყვებით მიმართა, საკუთარი წიგნი უსახსოვრა და აუხსნა, თუ რამდენად მძიმეა ბუნების წინააღმდეგ მიმართული ყოველი ნაბიჯი.

განაჩენი, რომელიც სიცოცხლის სიყვარულს ემსახურება

საბოლოოდ, სასამართლომ მიიღო უპრეცედენტო, ჰუმანური გადაწყვეტილება, რომელიც მიმართული იყო არა დასჯის, არამედ ბუნების გაფრთხილებისა და ადამიანის გარდასახვისკენ:

ადამიანს შეეზღუდა ტყეში ნაჯახითა და თოფით შესვლა, ყოველი მოჭრილი ხის ნაცვლად კი, ათი ახალი ნერგის გახარება და მოვლა, ასევე ვაჟას ნაჩუქარი წიგნის სიბრძნის შვილებისა და მომავალი თაობებისთვის გადაცემა დაევალა.

თავად პროცესი გულისამაჩუყებელი და დაუვიწყარი სიტყვებით დაგვირგვინდა:

„ადამიანო, დატოვე სასამართლო დარბაზი არა როგორც დამნაშავემ, არამედ როგორც ბუნებისმცველმა, ხელში ვაჟასეული სიბრძნითა და გულში სიცოცხლის დიდი სიყვარულით! წადი მშვიდობით!“

ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მე-6 „დ“ კლასის მოსწავლეებმა და პედაგოგმა ლალი კაშიამ ამ  პროექტით კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ „ია“ და მთელი ბუნება მხოლოდ გარემო კი არა, ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მისი დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალი და კაცობრიობის გადარჩენის ერთადერთი გზაა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება