სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბარდნალის საჯარო სკოლაში „ნინოობა“ და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი საინტერესოდ აღინიშნა
02-06-2026
-
+


ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში, „ნინოობასთან“ ერთად, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა. 

ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა და იმავდროულად სკოლის ხელმძღვანელმა მთვარისა ახვლედიანმა და ისტორიის მასწავლებელმა, ირმა ლიპარტელიანმა. 

დასაწყისში მერვე და მეათე კლასების მოსწავლეებმა ქართული საგალობლების ფონზე გამართეს საინტერესო პრეზენტაცია, რომელიც ქრისტიანობის ორიათასწლიან ისტორიას მოიცავდა და კარგად წარმოაჩენდა მართლმადიდებლური რწმენის როლს ჩვენი ერის ცხოვრებაში.

მეექვსე, მერვე და მეათე კლასის მოსწავლეებმა ღონისძიებაზე წაიკითხეს თემატური ლექსებიც, შესრულდა მუსიკალური ნომრებიც, რომელიც მუსიკის მასწავლებელმა მზევინარ მეშველიანმა მოამზადებინა მოსწავლეებს, ასევე მეათეკლასელებმა სასკოლო საზოგადოებას ქართული ცეკვაც შესთავაზეს.

ღონისძიების სლოგანი იყო დიდი ილიას საგულისხმო სიტყვები - „მამული ენა სარწმუნოება !“ და და პატრიარქ ილია მეორის ანდერძი - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი!“.

ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლა მთელ საქართველოს ულოცავს ამ ღირსშესანიშნავ დღეს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება