სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სპორტის, მეგობრობისა და თანამშრომლობის დღე - სამთაწყაროს საჯარო სკოლაში გამართულმა ფრენბურთის ტურნირმა ექვსი სკოლა გააერთიანა 
01-06-2026
-
+


 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში, სკოლის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის - რამაზ ოზბეთელაშვილისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარის ორგანიზებით, ფრენბურთის ტურნირი გაიმართა.

მასშტაბურმა სპორტულმა ღონისძიებამ მეზობელი სოფლების საჯარო სკოლები, მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები, გულშემატკივრები და ადგილობრივი საზოგადოება გააერთიანა.

ტურნირის მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სპორტისადმი ინტერესის გაძლიერება, გუნდური მუშაობის, პასუხისმგებლობის, ურთიერთპატივისცემისა და სამართლიანი თამაშის კულტურის განვითარება. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ სპორტი არა მხოლოდ შეჯიბრია, არამედ მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთგაძლიერების საუკეთესო საშუალებაა.

ტურნირში მონაწილეობდნენ:

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლა,

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის N2 საჯარო სკოლა,

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლა,

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლა,

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლა,

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოს საჯარო სკოლა.

შეჯიბრი წარიმართა მშვიდ, მოწესრიგებულ, ორგანიზებულ და სპორტული წესების დაცვით უზრუნველყოფილ გარემოში. მონაწილე გუნდებმა აჩვენეს მაღალი მოტივაცია, მონდომება, გუნდურობა, ღირსეული სპორტული ქცევა და ერთმანეთისადმი პატივისცემა.

ტურნირს ესწრებოდნენ მიწვეული სკოლების გულშემატკივრები, პედაგოგები, მშობლები, ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები და სოფელ სამთაწყაროს მამაოები, რომელთა მხარდაჭერა მთელი ტურნირის განმავლობაში მეტად მნიშვნელოვანი იყო. მათი ჩართულობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენდა ღონისძიებას . ისინი გულშემატკივრობდნენ მოსწავლეებს, ხელს უწყობდნენ მშვიდ და კეთილგანწყობილ გარემოს და, ამავდროულად, მონაწილეობდნენ ნეიტრალური მსაჯების როლშიც, რაც ტურნირის სამართლიანად და ღირსეულად წარმართვას დაეხმარა.

ნახევარფინალში ასპარეზობა გააგრძელეს არხილოსკალოს, სამთაწყაროსა და ქვემო ქედის საჯარო სკოლების გუნდებმა, ხოლო ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ქვემო ქედის საჯარო სკოლისა და სამთაწყაროს საჯარო სკოლის გუნდები.

 ადგილები ასე გადანაწილდა:

I ადგილი - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლის გუნდი;

II ადგილი - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის გუნდი;

III ადგილი - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის გუნდი.

გამარჯვებულ გუნდს გადაეცა თასი და სიგელი, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს სიგელები. ასევე გამოვლინდა საუკეთესო მოთამაშე სამთაწყაროს საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე ლიკა კილაძე.

სკოლის დირექტორის - ეკატერინე ჩიტაურის ინიციატივით, ტურნირის ორგანიზებისთვის მადლობის სიგელი მიენიჭა სპორტის მასწავლებელს რამაზ ოზბეთელაშვილს. სიგელი მას გადასცა სკოლის დირექტორის მოადგილემ ელენე გრიგორიადისმა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური, გულწრფელ მადლობას უხდის ტურნირის ორგანიზატორს - რამაზ ოზბეთელაშვილს, მოსწავლეთა თვითმმართველობას, მონაწილე მოსწავლეებს, გუნდების ხელმძღვანელ მასწავლებლებს, გულშემატკივრებსა და მოწვეულ სკოლებს აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის.

„განსაკუთრებული მადლობა სოფელ სამთაწყაროს მამაოებს, რომელთა თანადგომა, ობიექტურობა და კეთილგანწყობილი მხარდაჭერა ტურნირის მშვიდობიანად, სამართლიანად და ღირსეულად ჩატარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ასევე განსაკუთრებული მადლობა მოწვეული სკოლების დირექტორებს:

ქალბატონ თამარ ნებიერიძეს -ზემო ქედის N2 საჯარო სკოლის დირექტორს,

ქალბატონ მაია სიმონიძეს - არხილოსკალოს საჯარო სკოლის დირექტორს,

ქალბატონ ლელა დარძულს - ქვემო ქედის საჯარო სკოლის დირექტორს,

ქალბატონ მზია სეთურს - ფიროსმანის საჯარო სკოლის დირექტორს,

ბატონ გენადი ჩოვუშიანს - საბათლოს საჯარო სკოლის დირექტორს.

მადლობა თითოეული სკოლის მოსწავლეს ღირსეული, ლამაზი და სანახაობრივი თამაშისთვის. მადლობა პედაგოგებს, რომლებმაც მოსწავლეებს გვერდით დაუდგნენ და ტურნირის წარმატებით ჩატარებას შეუწყვეს ხელი.

გულწრფელი მადლობა სამთაწყაროს საჯარო სკოლის თითოეულ თანამშრომელს: დირექტორის მოადგილეს, მასწავლებლებს, დამრიგებლებს, საქმის მწარმოებელს, ტექნიკურ პერსონალს, დამლაგებლებს, მნეს, მშობლებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ღონისძიების ორგანიზებულად, მშვიდობიანად და ღირსეულად ჩატარებაში.

ეს დღე იყო მაგალითი იმისა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, თანამშრომლობითა და პასუხისმგებლობით შესაძლებელია ისეთი სასკოლო გარემოს შექმნა, სადაც მოსწავლეები სწავლობენ არა მხოლოდ გამარჯვებას, არამედ ღირსეულ მონაწილეობას, მეგობრობას, პატივისცემას, სამართლიანობასა და გუნდურობას.

ვულოცავთ გამარჯვებულ გუნდს დამსახურებულ წარმატებას, ასევე მეორე და მესამე ადგილის მფლობელ გუნდებს , ვამაყობთ თითოეული მონაწილით და მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ეს დღე განსაკუთრებულად ლამაზი, სპორტული და დასამახსოვრებელი გახადა.

გვჯერა, რომ მსგავსი აქტივობები მომავალშიც გააძლიერებს სკოლებს შორის მეგობრულ ურთიერთობას, მოსწავლეთა მოტივაციას, სპორტის სიყვარულსა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას“,- აღნიშნავს  სამთაწყაროს საჯარო სკოლის ხელმძღვანელი. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
 
 
 

კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ხვალიდან კვლავ წვიმაა მოსალოდენილი - გარემოს ეროვნული სააგენტო

5 ივნისი ბოლო დღეა - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

დაამთავრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია სამართალმცოდნეობის სპეციალობით

საჯარო სკოლის წესდებაში ცვლილებები შევიდა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია 3 ივნისს დასრულდება - დოკუმენტების ჩამონათვალი და სხვა  მნიშვნელოვანი ინფორმაცია

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები
„თქვენი მომავალი იყოს ნათელი, წარმატებული და სავსე იმ ბედნიერი მოგონებებით“ - ჯვარის N4 საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს დაემშვიდობა

ქუთაისის N1 (გოქაძის) სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგიური კოლექტივი და მოსწავლეები უდიდესი სიამაყით ულოცავენ ანდრიას ამ დიდებულ გამარჯვებას

„გვჯერა, რომ მსგავსი აქტივობები მომავალშიც გააძლიერებს სკოლებს შორის მეგობრულ ურთიერთობას“

სცენაზე გამოსული პატარები მღეროდნენ, ცეკვავდნენ და მადლიერებით სავსე სიტყვებს უძღვნიდნენ  მასწავლებლებს

„რა მინდა გამოვიდე მომავალში“ - ბახვის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა სასურველი პროფესიები „მოირგეს“

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება