| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის IIIგ კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - ნარგიზა შელიას ხელმძღვანელობით, შემეცნებითი ექსკურსიის ფარგლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმს ესტუმრნენ.
ვიზიტის მიზანი მოსწავლეებისთვის ისტორიის, ბუნებისა და კულტურული მემკვიდრეობის უკეთ გაცნობა იყო.
მუზეუმში ყოფნისას მოსწავლეები გაეცნენ ბიომრავალფეროვნების თემატიკას, დაათვალიერეს სხვადასხვა ექსპონატი და საინტერესო ინფორმაცია მიიღეს ბუნების მრავალფეროვნებისა და გარემოს დაცვის მნიშვნელობის შესახებ.
განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია „ოქროს ხანის“ დარბაზმა, სადაც ბავშვებმა ქართული ისტორიის მნიშვნელოვანი პერიოდის ამსახველი უნიკალური ექსპონატები მოინახულეს.
ექსკურსია მოსწავლეებისთვის საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ისინი აქტიურად ერთვებოდნენ დათვალიერებისა და განხილვის პროცესში, სვამდნენ კითხვებს და დიდი ინტერესით ისმენდნენ მუზეუმის თანამშრომლების განმარტებებს.
მსგავსი შემეცნებითი ვიზიტები სასწავლო პროცესს ამრავალფეროვნებს და ახალისებს და მოსწავლეებს ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობისადმი ინტერესს უღრმავებს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი თამარ ზედელაშვილი ხელმძღვანელობდა
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას