| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი, ეროვნული მოძრაობის ლიდერი, ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა გაიხსენეს, რომელსაც 26 მაისს 87 წელი შეუსრულდებოდა.
წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიისა და ხელოვნების სკოლის მოსწავლეები, მერაბ კოსტავას დაბადების დღესთან დაკავშირებით, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს ესტუმრნენ, სადაც პატივი მიაგეს საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერს.
სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ მერაბ კოსტავას საფლავთან, სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა და გიმნაზიის მოსწავლეებს საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობის წლების შესახებ ესაუბრა.
შემდეგ მამა მირიანმა ზვიად გამსახურდიას, ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის, დიმიტრი ყიფიანის, იაკობ გოგებაშვილისა და გიორგი კვინიტაძის საფლავები აკურთხა.
მოსწავლეებმა მოინახულეს ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების საფლავები და მამა დავითის ტაძარი მოილოცეს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას