| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის I ბ კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასრულება განსაკუთრებული და ემოციური ღონისძიებით აღნიშნეს.
დედაენისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია - „ვიცავდით და კვლავ დავიცავთ“ - ქართული ენის სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატულებად იქცა.
მხატვრული წარმოდგენით მათ გააცოცხლეს სამშობლოს, ენისა და სარწმუნოების დაცვისთვის მებრძოლი გმირების სახეები.
პირველკლასელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ქართული ენისა და ეროვნული ღირებულებების პატივისცემა სწორედ ბავშვობიდან იწყება.
„მოსწავლეებმა გვამოგზაურეს საქართველოს წარსულ ისტორიაში და მომავლის იმედად ბაზალეთის ტბის ძირას ოქროს აკვანში გადამალული დედაენები მოჰფინეს სამშობლოს, როგორც ერისთვის, ენისთვის, რწმენისთვის მებრძოლი ჯარისჯაცები...“,- გვიყვებიან სკოლა-გიმნაზიაში და დასძენენ, რომ სანახაობა იყო შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი.
ღონისძიებას კლასის დამრიგებელი ბელა ოქრიაშვილი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას