სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დამოუკიდებელი საქართველო“ - ღების საჯარო სკოლაში ქვეყნის მთავარ ეროვნულ დღესასწაულს ვოქტორინა მიეძღვნა
02-06-2026
-
+


ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, პედაგოგები მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და სამშობლოს სიყვარულსა და ისტორიის პატივისცემას ასწავლიან. 

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, ამირან ლობჯანიძემ, 26 მაისისადმი მიძღვნილი აქტივობის ფარგლებში, სკოლაში ჩაატარა ვიქტორინა თემაზე - „დამოუკიდებელი საქართველო“.

მოსწავლეებმა გუნდურად იმუშავეს, უპასუხეს დასმულ კითხვებს და გამოავლინეს მიღებული ცოდნა. ასევე მოსწავლეებმა დახატეს საქართველოს სახელმწიფო დროშა.

მსგავსი აქტივობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს მოსწავლეებში:

  • ისტორიული ცნობიერებისა და ეროვნული თვითშეგნების გაღრმავებას;
  • თანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის უნარის ჩამოყალიბებას;
  • სამშობლოს სიყვარულისა და პატრიოტული ღირებულებების გაძლიერებას;
  • კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას;
  • პასუხისმგებლობისა და აქტიური მოქალაქეობის მნიშვნელობის გააზრებას.

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ეროვნული დღესასწაული ყოველ წელს აღინიშნება, ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნული დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისი - პირველი რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება