სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ეროვნული თვითმყოფადობა, სარწმუნოება, ისტორიის პატივისცემა-შთამბეჭდავი ღონისძიება ქობულეთის წმ. კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში
03-06-2026
-
+


საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღებს - ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიაში მიეძღვნა შთამბეჭდავი სასკოლო ღონისძიება. 

ღონისძიება შეეხო ეროვნული თვითმყოფადობის, სარწმუნოების, თავისუფლებისა და ისტორიული მეხსიერების თემებს.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიამ ურუშაძე.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მრავალფეროვანი შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს: შესრულდა პატრიოტული და თემატური მუსიკალური კომპოზიციები, ქორეოგრაფიული დადგმები, მხატვრულად იქნა გაცოცხლებული საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ეპიზოდები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აფხაზ მუჰაჯირთა თემას - ისტორიული ტკივილისა და ეროვნული მეხსიერების მნიშვნელოვან ნაწილს, რომელმაც აუდიტორიას კიდევ ერთხელ შეახსენა სამშობლოს, იდენტობისა და კულტურული ფესვების მნიშვნელობა.

მოსწავლეთა ემოციურმა, გააზრებულმა და პასუხისმგებლობით შესრულებულმა გამოსვლებმა ნათლად წარმოაჩინა ახალგაზრდების ისტორიული ცნობიერება, ეროვნული ღირებულებების პატივისცემა და სამშობლოს სიყვარულით განმსჭვალული დამოკიდებულება.

ღონისძიება არა მხოლოდ შემეცნებითი და კულტურული ხასიათის იყო, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობა აღმოჩნდა მოსწავლეთათვის, კიდევ უფრო ღრმად გააზრებულიყო საქართველოს ქრისტიანული მემკვიდრეობა, დამოუკიდებლობის იდეა და ისტორიული წარსულის გახსენების აუცილებლობა მომავალი თაობების აღზრდის საქმეში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება