სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვანთის საჯარო სკოლამ მე-12 კლასელები დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე საზეიმო ღონისძიებით გააცილა 
02-06-2026
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლას არაერთი ღირსეული თაობა აღუზრდია, რომელთან გამომშვიდობება სასკოლო საზოგადოებისთვის სასიხარულოსთან ერთად ემოციურია. 

20 მაისს სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, რომელმაც მთელი სკოლა გააერთიანა. მე-12 კლასელებმა გაიხსენეს სკოლის კედლებში გატარებული წლები, სიხარულითა და მადლიერებით ისაუბრეს მიღებულ გამოცდილებაზე, მეგობრობაზე, წარმატებებსა და დაუვიწყარ მოგონებებზე, შემდეგ კი მადლობა გადაუხადეს სკოლის დირექციას, მასწავლებლებს, რომლებმაც მათი აღზრდა-განათლებაში ფასდაუდებელი შრომა ჩადეს. 

პედაგოგებმა და ადმინისტრაციამ ახალგაზრდებს წარმატებები უსურვეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე თავდაჯერებით სვლისკენ მოუწოდეს.

„ბავშვებო, გილოცავთ სკოლის წარმატებით დასრულებას! თითოეული თქვენგანი წლების განმავლობაში იზრდებოდით ცოდნით, გამოცდილებითა და ღირებულებებით. გვიხარია, რომ ვიყავით თქვენი განვითარების, წარმატებებისა და მნიშვნელოვანი ნაბიჯების თანამონაწილენი.
გისურვებთ, ყოველთვის გქონოდეთ საკუთარი შესაძლებლობების რწმენა, მიზანდასახულობა და გამბედაობა. დაე, თქვენი მომავალი სავსე იყოს წარმატებით, პროფესიული და პიროვნული მიღწევებით, ბედნიერებითა და კეთილი ადამიანებით.
გახსოვდეთ, რომ ჩვენი სკოლა მუდამ დარჩება თქვენს მეორე სახლად, ხოლო თქვენი წარმატებები - ჩვენი სიამაყის მიზეზად.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს! საუკეთესო სურვილებით, სკოლის დირექცია, ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება