სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სიკეთის გაკვეთილი ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში
02-06-2026
-
+


ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის პედაგოგები მოსწავლეებს საგნებთან ერთად ღირებულებებს ასწავლიან. 

VIIIა კლასში თემაზე - „სიკეთის კეთება“, ჩატარდა განსაკუთრებული და შინაარსით დატვირთული გაკვეთილი, რომელმაც მოსწავლეებს კეთილი საქმის მნიშვნელობა არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც ასწავლა. მოსწავლეებმა კი გაიაზრეს, რომ სიკეთე იწყება პატარა ნაბიჯებით, გულწრფელი სურვილითა და სასარგებლო საქმით. 

მოსწავლეთა საგნის მასწავლებელი ზამირა მახარაძე გახლავთ, კლასის ხელმძღვანელი სოფო რომანაძე.

მოსწავლეებმა სიყვარულითა და პასუხისმგებლობის გრძნობით დაალაგეს სკოლის ეზო და დარგეს ნერგები - სიცოცხლის, განახლებისა და მომავლის სიმბოლო.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, თითოეული დარგული ნერგი იქცა კეთილი ნებისა და გარემოზე ზრუნვის ნათელ გამოხატულებად.

ერთობლივი შრომის პროცესში გამოიკვეთა თანამშრომლობა, ურთიერთდახმარება და საერთო მიზნისადმი ერთგულება. მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ გარემოს გაფრთხილება, ბუნების სიყვარული და საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე ზრუნვა თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაა.

„ასეთი აქტივობები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მოზარდების ღირებულებითი აღზრდისთვის, რადგან ისინი ახალგაზრდებში აყალიბებს შრომისმოყვარეობას, ეკოლოგიურ ცნობიერებას, თანაგრძნობასა და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას. სიკეთის კეთება მხოლოდ სიტყვა არ არის - ეს არის მოქმედება, რომელიც სამყაროს უფრო ლამაზს, სუფთასა და თბილს ხდის! გიმნაზიელებო, გვიყვარხართ!“,- აღნიშნავენ სკოლაში და გაკვეთილის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება