სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ბოლო ზარი“ ერთი მე-12 კლასელისთვის  - დაბა სიონის საჯარო სკოლიდან კურსდამთავრებული დიდი სიყვარულით გააციელს
01-06-2026
-
+


თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის საჯარო სკოლამ წელს ცხოვრების ახალ ეტაპზე ერთი კურსდამთავრებული გააცილა. 

მე-12 კლასელს სკოლის დამთავრება მთელმა სკოლამ მიულოცა. დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეს წარმატებსკენ მიმავალი გზა დაულოცეს და სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს. 

„თორმეტი წელი ერთი ამოსუნთქვასავით გაფრინდა... დღეს კი ბოლო ზარის ხმა მხოლოდ სკოლის დამთავრებას აღარ ნიშნავს - ეს არის ბავშვობის ყველაზე ლამაზი წლების დასრულება და სრულიად ახალი ცხოვრების დასაწყისი.

დაბა სიონის საჯარო სკოლაში ზარი ერთი მოსწავლისთვის დაირეკა, თუმცა ეს ის გამონაკლისია როდესაც ერთი=უსასრულობას, ადამიანობას და ბევრ სიკეთეს.

მადლობა, ნიკოლოზ ბუჯიაშვილს თითოეული გაკვეთილისთვის, დაუვიწყარი მოგონებებისთვის, ნამდვილ მეგობრობებისთვის, სიხარულითა და ემოციებით სავსე დღეებისთვის. აქ გავიზარდეთ, ვისწავლეთ, ვიოცნებეთ და საკუთარი თავის რწმენა შევიძინეთ.

დრო გავა, მაგრამ სკოლის დერეფნებში გატარებული წლები, ზარების ხმა, სიცილი და ერთად შექმნილი მოგონებები ყოველთვის ჩვენი ცხოვრების ყველაზე თბილ ნაწილად დარჩება.

დღეს ერთი კარი იხურება, რათა უამრავი ახალი შესაძლებლობის კარი გაიღოს.

წინ დიდი მიზნები, ახალი გამოწვევები და ჯერ კიდევ დაუპყრობელი მწვერვალები გელოდება“,- ვკითხულობთ სკოლის დირექციის მისალოც წერილში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება