სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ალათუმანის საჯარო სკოლის პირველკლასელება ცოდნა შემოქმედებითი ღონისძიებით შეაჯამეს 
29-05-2026
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მშობლიური ენის ანბანის წარმატებით შესწავლა ღონისძიბით აღნიშნეს. 

27 მაისს, სასწავლო წლის ბოლო დღეს, პირველკლასელებმა შემოქმედებითი ღონისძიება გამართეს და მშობლებსა და მასწავლებლებს განსაკუთრებული დღე აჩუქეს. 

ბავშვებმა „სომხური ანბანის გაცილება“ მოაწყვეს. პატარებმა დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით წარმოადგინეს ის ცოდნა და უნარები, რომლებიც პირველი სასწავლო წლის მანძილზე შეიძინეს. 

მათ ღონისძება მრავალფეროვანი  შემოქმედებითი ნომრებით გაამდიდრეს, ემოციურად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს მუსიკალური და საცეკვაო ნომრები და მაყურებელს საინტერესო თეატრალური სანახაობა შესთავაზეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, თითოეული მოსწავლის გამოსვლაში იგრძნობოდა ცოდნა და ის დიდი სიყვარული რაც მშობლიური ენის მიმართ აქვთ. 

აღსანიშნავია, რომ ამ ულამაზესი და მაღალ დონეზე ორგანიზებული ღონისძიების მიღმა დამრიგებლის სედა ტონოიანის დაუღალავი შრომა და პროფესიონალიზმია. 

„ქალბატონმა სედამ უდიდესი ენერგია და გული ჩადო თითოეული ბავშვის ნიჭის წარმოჩენასა და მათ მომზადებაში, რამაც ღონისძიებას განსაკუთრებული ელფერი შესძინა.  ზეიმი აღმოჩნდა არა მხოლოდ ანბანის სწავლის დასრულების სიმბოლო, არამედ კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, თუ როგორ იზრდებიან ალათუმანის საჯარო სკოლაში ხელოვნების მოყვარული და თავიანთი ფესვების ერთგული თაობები“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება