| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლასთან არსებულ ზედა ოყურეშის დაწყებითი სკოლის 1-ელი და მე-4 კლასების მოსწავლეებმა 2025-2026 სასწავლო წელი ერთობლივი ლამაზი ღონისძიებით შეაჯამეს.
I კლასის მოსწავლეებმა საანბანო პერიოდის წარმატებით დასრულება აღნიშნეს, IV კლასის მოსწავლეებმა კი გამოსაშვები საღამო მოაწყვეს.
მოსწავლეებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება აღნიშნეს და ახალ ეტაპზე გადასვლის მზაობა დაანახეს დამსწრე საზოგადოებას. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლექსები და სიმღერები. გააცოცხლეს დიდი იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები.
პირველკლასელებისთვის ეს იყო კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი, მეოთხეკლასელმა კი საკუთარი გამოცდილება, გაუზიარეს უმცროს მეგობრებს.
„გისურვებთ ბედნიერ ბავშვობას, წარმატებულ მომავალს, ბევრ სიხარულს და ოცნებების ახდენას.
იამაყეთ საკუთარი თავით, რადგან თითოეული თქვენგანი განსაკუთრებულია!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა