სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჰიგიენის დაცვა - უსაფრთხო ჯანმრთელობა“ - სამთაწყაროს საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა
01-06-2026
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის - ელენე გრიგორიადისის ხელმძღვანელობით, განხორციელდა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტი „ჰიგიენის დაცვა - უსაფრთხო ჯანმრთელობა“.

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში ჰიგიენის მნიშვნელობის გააზრება, პირადი და გარემოს ჰიგიენის წესების გაცნობა, ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს შექმნისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ სხვადასხვა შემოქმედებით და საგანმანათლებლო აქტივობაში. მათ მოამზადეს პრეზენტაცია, შექმნეს თემატური კედლის გაზეთები და პოსტერები, იმსჯელეს ჰიგიენის მნიშვნელობაზე და კითხვა-პასუხის რეჟიმში განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა ხელების ჰიგიენა, პირის ღრუს მოვლა, ფრჩხილების და თმის ჰიგიენა, სუფთა ტანსაცმლის ტარება, გარემოს სისუფთავე და დაავადებების პრევენცია.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მოსწავლეთა მაღალი ჩართულობა, ინტერესი და აქტიურობა. კითხვა-პასუხის რეჟიმი არ წყდებოდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თემა მათთვის საინტერესო, საჭირო და პრაქტიკულად მნიშვნელოვანი იყო.

სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური, მადლობას უხდის ელენე გრიგორიადისს ასეთი საჭირო და სასარგებლო პროექტის განხორციელებისთვის, ასევე თითოეულ მოსწავლეს აქტიური მონაწილეობისთვის, შემოქმედებითი მუშაობისა და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებისთვის.

„აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, საკუთარი ჯანმრთელობისადმი პასუხისმგებლობის გაზრდას და სკოლაში სუფთა, უსაფრთხო და მზრუნველი გარემოს შექმნას.

ვულოცავთ პროექტის ყველა მონაწილეს წარმატებულ მუშაობას და ვუსურვებთ შემდგომ საინტერესო, სასარგებლო და შედეგიან ინიციატივებს!“-აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება