| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლავერდის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მე-2 და მე-3 კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებითა და სიყვარულით ჩაერთნენ.
ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში სამშობლოს სიყვარულის, პატრიოტული სულისკვეთებისა და ეროვნული ღირებულებების გაღრმავება.
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს ლექსები, სიმღერები და თემატური ნომრები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას, თავისუფლებასა და ერთიანობას ეძღვნებოდა. ღონისძიება განსაკუთრებულად ემოციური და შთამბეჭდავი აღმოჩნდა როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე დამსწრე სტუმრებისთვის.
ღონისძიება ჩატარდა ბილინგური მასწავლებლის, არმინე ქურტოღლიანისა და ქართული ენის მასწავლებლის - რიტა ქურდოღლიანის ხელმძღვანელობით. მათი მხარდაჭერითა და თავდადებით მოსწავლეებმა ღირსეულად წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები და კიდევ ერთხელ გამოხატეს სიყვარული სამშობლოს მიმართ.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას