სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სამთაწყაროს საჯარო სკოლაში ინტელექტუალური ვიქტორინა გაიმართა
29-05-2026
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის ამაღლებას, ისე მათ ინტელექტუალურ და ანალიტიკურ განვითარებას. 

ახლახან, სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, თამილა ნადირაშვილმა, ინგლისური ენის მასწავლებელმა, ნინო გელაშვილმა და გეოგრაფიის მასწავლებელმა, ნანა გახოკიძემ VII-XI კლასის მოსწავლეებისთვის ინტეგრირებული ინტელექტუალური ვიქტორინა ჩაატარეს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში კრიტიკული, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების განვითარება, საგნობრივი ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება, არგუმენტირებული მსჯელობა, გუნდური თანამშრომლობა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარის გაძლიერება.

ვიქტორინამ გააერთიანა ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და გეოგრაფია. მოსწავლეები აქტიურად პასუხობდნენ შეკითხვებს, მსჯელობდნენ, თანამშრომლობდნენ გუნდებში და წარმოაჩენდნენ საკუთარ ცოდნასა და შესაძლებლობებს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორის მოადგილე ელენე გრიგორიადისი, სხვადასხვა კათედრის წარმომადგენლები, მასწავლებლები და მოსწავლეები.

ვიქტორინის მიმდინარეობას აფასებდა კომპეტენტური ჟიური შემდეგი შემადგენლობით: მარიამ ტაბატაძე, ლალი მეხრიშვილი, დარეჯან პაპიაშვილი-ჩოხელი, ფრიდონ საკანელაშვილი, ელენე გრიგორიადისი და ქეთევან ნადირაშვილი.

ჟიურის წევრებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მოსწავლეთა საგნობრივ ცოდნაზე, ლოგიკურ და კრიტიკულ აზროვნებაზე, არგუმენტირებულ პასუხებზე, გუნდურ თანამშრომლობასა და დროის ეფექტურად მართვაზე. მათი ობიექტური, სამართლიანი და კომპეტენტური შეფასება მნიშვნელოვანი იყო როგორც მონაწილე მოსწავლეებისთვის, ისე მთლიანად სასკოლო საზოგადოებისთვის.

ვიქტორინის შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

I ადგილი - მარიაიანა მამულაძე, X კლასი;

 II ადგილი - ნიკა შაინიძე, XI კლასი;

 III ადგილი - გიორგი კაკალაშვილი, VIII კლასი;

საუკეთესო მოთამაშეებად დასახელდნენ:

სალომე სარდალაშვილი, XI კლასი

 ანი საკანელაშვილი, VII კლასი

 გიგა გორგაძე, VIII კლასი.

ღონისძიების ბოლოს ორგანიზატორ მასწავლებლებს სკოლის დირექტორის, ეკატერინე ჩიტაურის სახელით, მადლობის სიგელები გადასცა დირექტორის მოადგილემ  ელენე გრიგორიადისმა.

სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური გულწრფელ მადლობას უხდის ორგანიზატორ მასწავლებლებს თამილა ნადირაშვილს, ნინო გელაშვილსა და ნანა გახოკიძეს საინტერესო, შემეცნებითი და მოსწავლეებზე ორიენტირებული ღონისძიების განხორციელებისთვის.

ასევე განსაკუთრებულ მადლობას უხდის ჟიურის თითოეულ წევრს - მარიამ ტაბატაძეს, ლალი მეხრიშვილს, დარეჯან პაპიაშვილი-ჩოხელს, ფრიდონ საკანელაშვილს, ელენე გრიგორიადისსა და ქეთევან ნადირაშვილს კომპეტენტურობისთვის, ობიექტური შეფასებისთვის, პროფესიული პასუხისმგებლობისა და მოსწავლეთა წახალისებისთვის.

„მადლობა დამსწრე საზოგადოებას მხარდაჭერისთვის, ყურადღებისთვისა და ჩვენი მოსწავლეების წარმატების გაზიარებისთვის.

მსგავსი ინტეგრირებული პროექტები ხელს უწყობს მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებას, საგნებს შორის კავშირების გააზრებას, თანამშრომლობის კულტურის განვითარებას, ჯანსაღ კონკურენციას და სკოლის საგანმანათლებლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას.

ვულოცავთ გამარჯვებულებს, საუკეთესო მოთამაშეებსა და ყველა მონაწილეს წარმატებულ ჩართულობას! ვუსურვებთ მათ ახალ მიღწევებს, ცოდნის სიყვარულს და მომავალ წარმატებებს!“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება