| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში XI კლასის მოსწავლეებმა, ხელოვნების პედაგოგ ნინო ლოლაშვილის ხელმძღვანელობით, განახორციელეს შემოქმედებით-შემეცნებითი და კვლევითი პროექტი - „დედოფლისწყაროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი -ხორნაბუჯის ციხე“.
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს უკეთ გაეცნოთ მშობლიური რაიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული და კულტურული ძეგლი, შეესწავლათ მისი ისტორია, არქიტექტურული თავისებურებები, ზეპირსიტყვიერად შემორჩენილი ცნობები და საზოგადოებისთვის გაეზიარებინათ მიღებული ცოდნა.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოამზადეს კითხვარები, ჩაატარეს მცირე კვლევა, მოიძიეს ინფორმაცია ბიბლიოთეკაში, ციფრულ წყაროებსა და ადგილობრივ თემში. მათ იმუშავეს როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად, შექმნეს კედლის გაზეთი, სარეკლამო ბუკლეტი, პრეზენტაცია, ვიდეორგოლი და ხორნაბუჯის ციხის მინი-მაკეტი.
თითოეულ ნამუშევარში იგრძნობოდა მოსწავლეთა ინტერესი, შემოქმედებითი ხედვა და პატივისცემა საკუთარი კუთხის ისტორიისადმი.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში კვლევითი, შემოქმედებითი, პრეზენტაციის, გუნდური მუშაობისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის უნარების განვითარებას. მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია თითოეული ჩვენგანის ვალია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორის მოადგილე ქალბატონი ელენე გრიგორიადისი, კლასის დამრიგებელი, სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები, რომელთა შეფასება ძალიან ობიექტური და პოზიტიური იყო პრეზენტაციის მიმართ.
სკოლის დირექტორი, ეკატერინე ჩიტაური, მადლობას უხდის ხელოვნების პედაგოგ ნინო ლოლაშვილს, XI კლასის მოსწავლეებს და ყველა ჩართულ პირს პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის:
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც მოსწავლეები სწავლობენ საკუთარი კუთხის ისტორიას, იკვლევენ კულტურულ მემკვიდრეობას და თავად ხდებიან მისი პოპულარიზაციის მონაწილეები. ასეთი პროექტები აძლიერებს მოსწავლეებში პასუხისმგებლობას, შემოქმედებითობას, ეროვნულ თვითშეგნებასა და მშობლიური მხარის სიყვარულს.
ვულოცავთ, XI კლასის მოსწავლეებსა და მათ პედაგოგს წარმატებულ პროექტს და ვუსურვებთ შემდგომ საინტერესო, შემოქმედებით და ღირებულ საქმიანობას!“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას