| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. პედაგოგები პატრიორტული სულისკვეთების ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ და ბავშვებს სამშობლოს სიყვარულსა და ისტორიის პატივისცემას ასწავლიან.
რაღა თქმა უნდა, მოსწავლეებმა დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს ქვეყნის მთავარი ეროვნული დღესასწაული.
თბილისის N103 საჯარო სკოლის მე-3 კლასელები, პედაგოგ ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, ულამაზეს ეროვნულ სამოსში გამოწყობილნი, დიდი სიხარულითა და ემოციით ჩაერთნენ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში - „ჩემი სამშობლო საქართველოა!“. ბავშვებმა იმღერეს, იცეკვეს და გააცოცხლეს სხვადასხვა ისტორიული გმირები.
დღესასწაულის საპატიო სტუმარი ყველასათვის საყვარელი მხატვარი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე თინათინ მღვდლიაშვილი გახლდათ.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა წაიკითხეს პოეტის ლექსები, შეასრულეს მის ტექსტზე შექმნილი სიმღერა - „ხმალი ავლესოთ, ქართველებო!“
„კვლავ „გაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი!“ კვლავ მოუფრთხილდებიან სამშობლოს! არ გადაჯიშდებიან, რადგან „გენი გვაქვს ქართული...“,- აღნიშნავენ სკოლაში და მადლობას უხდიან მხარდაჭერისთვის სკოლის ადმინისტრაციასა და მშობლებს.
ვიდეო იხილეთ ბმულზე:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას