სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ალერტკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი ზღაპრული ღონისძიებით დაასრულეს
28-05-2026
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლის  პირველკლასელებმა 2025-2026 სასწავლო წელი ღონისძიებით დააგვირგვინეს. 

პატარებმა სასწავლო მიღწევები დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს. პატარებმა უამრავი ლამაზი და დასამახსოვრებელი ნომერი წარმოადგინეს - ლექსებით ხოტბა შეასხეს ქართულ ანბანს, „დედაენასა“ და მის შემქმნელ იაკობ გოგებაშვილს.

ბავშვებმა იმღერეს, იცეკვეს, წაიკითხეს ლექსები და სასკოლო საზოგადოებას აჩვენეს რამდენი რამ ისწავლეს ამ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში.

ეს დღე სავსე იყო სიხარულითა და დადებითი ემოციებით.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი ლალი ბარქაია.

სასკოლო საზოგადოებამ პირველკლასელებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა და 15 სექტემბრამდე დიდი სიყვარულით დაემშვიდობა. 

„ვულოცავთ პირველკლასელებს პირველი მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით დასრულებას და ვუსურვებთ ბედნიერ, ნათელ და წარმატებულ მომავალს! განსაკუთრებული მადლობა კლასის დამრიგებელ ქალბატონ ლალი ბარქაიას იმ დიდი შრომისთვის, რომელიც ბავშვების განათლებასა და განვითარებაში ჩადო. ასევე დიდი მადლობა მუსიკის პედაგოგს - თინათინ ლაგვილავას გაწეული შრომისა და ბავშვებისთვის შექმნილი მხიარული და ემოციური განწყობისთვის. აღსანიშნავია სკოლის დირექტორის ქალბატონი თამარ ივარდავას როლი, რომელიც მუდამ მხარში უდგას პედაგოგებს, ბავშვებსა და მშობლებს და ზრუნავს თბილი, მეგობრული,  განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნაზე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
ვიდეო იხილეთ ბმულზე:
 
 
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება