| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2025-2026 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
პატარებმა სასწავლო მიღწევები დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს. პატარებმა უამრავი ლამაზი და დასამახსოვრებელი ნომერი წარმოადგინეს - ლექსებით ხოტბა შეასხეს ქართულ ანბანს, „დედაენასა“ და მის შემქმნელ იაკობ გოგებაშვილს.
ბავშვებმა იმღერეს, იცეკვეს, წაიკითხეს ლექსები და სასკოლო საზოგადოებას აჩვენეს რამდენი რამ ისწავლეს ამ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში. ეს დღე სავსე იყო სიხარულით, სიყვარულითა და დადებითი ემოციებით.
„დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული დღე იყო - ანბანის ზეიმი!
პატარებმა სიყვარულით, მონდომებითა და სიხარულით გვიჩვენეს, თუ როგორ შეაბიჯეს ცოდნისა და წიგნების საოცარ სამყაროში.
ანბანის თითოეული ასო მათთვის უკვე ახალი მეგობარია, რომელიც დიდ ცოდნასა და საინტერესო თავგადასავლებს გაუხსნის გზას.
ვულოცავთ ჩვენს პირველკლასელებს ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს და ვუსურვებთ წარმატებებით, სითბოთი და ბედნიერი დღეებით სავსე სასკოლო ცხოვრებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში და პატარებს ახალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით ემშვიდობებიან.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას