| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2025-2026 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. სასწავლო მიღწევები კი ღონისძიებით აღნიშნეს.
27 მაისს გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით - „ნახვამდის პირველო კლასო“, რომლითაც პატარებმა პირველი სასწავლო წლის მანძილზე შეძენილი ცოდნა და უნარები შეაჯამეს.
მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერებით ხოტბა შეასხეს ქართულ ანბანს, „დედაენას“, მის შემქმნელ იაკობ გოგებაშვილს და საინტერესო შემოქმედებითი ნომრებიც წარმოადგინეს.
ღონისძიების ბოლოს პირველმა მასწავლებელმა მოსწავლეებს სიგელები გადასცა და სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა.
„წარმატება, ფერადი ბავშვობა და ბედნიერი მომავალი პატარებს“,- აღნიშნა პედაგოგებმა და უკვე მე-2 კლასელებს ახალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით დაემშვიდობა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას