სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ეს დღე ჩვენია“ - ქვემო მახოს საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა
28-05-2026
-
+


26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს - 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლაში ქვეყნის მთავარი ეროვნული დღესასწაული გამორჩეულად აღინიშნა. 

სკოლის ქართულისა და ისტორიის მასწავლებლის სალომე ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით გაიმართა შთამბეჭდავი ღონისძიება სახელწოდებით - „ეს დღე ჩვენია“, რომელშიც III, IV, V და VI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

ღონისძიება სამი შთამბეჭდავი ეტაპისგან შედგებოდა.

1.პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის განვლილი რთული გზა და ის მნიშვნელოვანი თარიღები, რომლებმაც დამოუკიდებლობის მოპოვებამდე მოგვიყვანა. განსაკუთრებული ემოციით ისაუბრეს გმირობასა და სამშობლოს სიყვარულზე - იმ ღირებულებებზე, რომლებიც თაობებს აერთიანებს.

2.მეორე ეტაპზე მოსწავლეებმა ჯგუფურად წარმოადგინეს საქართველოს სხვადასხვა კუთხე - თავისი უნიკალური ადათ-წესებით, ტრადიციებით, კულტურითა და ღირსშესანიშნაობებით. თითოეული კუთხის გაცოცხლებას თან ერთვოდა თემატური ვიდეოსლაიდები და შესაბამისი მუსიკა, რაც ღონისძიებას განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა. ყოველი წარმოდგენის შემდეგ მოსწავლეები რუკაზე ამაგრებდნენ თავიანთ რჩეულ კუთხეს და საბოლოოდ ბავშვების ხელით შეივსო და შეიკრა ჩვენი ერთიანი, ლამაზი საქართველო - სიყვარულიანად და ამაყად.

3.ღონისძიების მესამე ეტაპი გარე სივრცეში გაგრძელდა, სადაც მოსწავლეებმა საქართველოს დროშის ფერების ბუშტები და ფერადი კვამლი ცაში გაუშვეს, თან გაატანეს გულით ნათქვამი სურვილები - მშვიდობის, ერთიანობისა და ძლიერი საქართველოსთვის.

ღონისძიებაზე გაჟღერდა ქართველი პოეტების ლექსები, სიმღერები და ცნობილი ფრაზები საქართველოზე, მის ისტორიასა და თითოეული კუთხის გამორჩეულობაზე.

დღის დასასრულს მოსწავლეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და თბილი სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა ფატიმა თეთრაძემ.

როგორც პედაგოგი სალომე ლორთქიფანიძე გვეუბნება, ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში ეროვნული თვითშეგნების გაძლიერება, საქართველოს ისტორიისა და კულტურული მრავალფეროვნების უკეთ გაცნობა, სამშობლოს სიყვარულის, ერთიანობისა და პასუხისმგებლობის განცდის გაღრმავება, რათა მომავალმა თაობამ კიდევ უფრო გააცნობიეროს დამოუკიდებლობის ფასი და საკუთარი წვლილი ქვეყნის განვითარებაში.

იხილეთ ვიდეო1, ვიდეო2, ვიდეო3, ვიდეო4, ვიდეო5


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება