| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს - 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, ამირან ლობჯანიძემ, 26 მაისისადმი მიძღვნილი აქტივობის ფარგლებში, სკოლაში ჩაატარა ვიქტორინა თემაზე - „დამოუკიდებელი საქართველო“. მოსწავლეებმა გუნდურად იმუშავეს, უპასუხეს დასმულ კითხვებს და გამოავლინეს მიღებული ცოდნა. ასევე მოსწავლეებმა დახატეს საქართველოს სახელმწიფო დროშა.
როგორც პედაგოგი გვეუბნება, მსგავსი აქტივობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს მოსწავლეებში:
მოსწავლეებმა ვიქტორინა ხალისითა და დიდი ინტერესით ითამაშეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
მოსწავლეებმა კარგად იციან, რომ ეროვნული დღესასწაული ყოველ წელს აღინიშნება, ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნული დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისი - პირველი რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები:
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას