სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით, კახეთის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს
28-05-2026
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო. 

მოსწავლეები პროექტის - „გაიცანი საქართველო“ ფარგლებში, კახეთს სტუმრობდნენ. 

„კახეთი ყოველთვის განსაკუთრებულია, თუმცა გაზაფხულის სიღნაღს მაინც სხვა ხიბლი აქვს! პროექტის ფარგლებში, ჩვენი სკოლის მოსწავლეები ულამაზეს ჰერეთის მხარეს ესტუმრნენ.

ჩვენი მარშრუტი დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აივსო: ბოდბის მონასტერი, სიღნაღის ციხე-გალავანი და სიყვარულის ქალაქის ქვაფენილებიანი ქუჩები.

კახეთის ტურის მეორე დღე, მთლიანად ისტორიული ადგილების მონახულებას დავუთმეთ:

•  ერეკლე მეფის თელავი - დავიწყეთ ბატონის ციხით, სადაც წარსული ცოცხლდება, და რა თქმა უნდა, გვერდი ვერ ავუარეთ თელავის სიმბოლოს - 900 წლის ლეგენდარულ ჭადარს! 

•  წინანდალი და ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმი - ევროპული და ქართული კულტურის სინთეზი.

•  იყალთოს აკადემია - საუკუნეების წინანდელი განათლების კერა.

•  ძველი და ახალი შუამთა - ტყეში ჩაფლული სიმშვიდე და უდიდესი სულიერება.

•  ალავერდის დიდებულება...!“,- გვიყვებიან სკოლაში. 

არანაკლებ შთამბეჭდავი იყო კახეთის ექსკურსიის მე-3 დღე. შემეცნებით ტურნეს ფინალური დღე განსაკუთრებით აქტიური, შთამბეჭდავი და ემოციური აღმოჩნდა. 

მოსწავლეებმა მოინახულეს გრემის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, ნეკრესის მონასტერი, რომელიც დღის მთავარი გამოწვევად იქცა.

„გზა ფეხით დავძლიეთ, რამაც ექსკურსიას ნამდვილი სალაშქრო განწყობა შემატა.

ვნახეთ ალაზნის ველის ულამაზესი ხედები. 

• ილიასა და ყვარლის ტბები – დღის ულამაზესი ფინალი. 

მადლობა ჩვენს ერთიან გუნდს ამ დაუვიწყარი დღეებისთვის! “,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო1, ვიდეო2


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება