| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წელი განსაკუთრებული ემოციებით დაასრულეს პირველკლასელებმა.
სკოლის დირექტორის, ეკატერინე ნინიძე განცხადებით, 32 პირველკლასელი ყავთ, რომლებიც 2 პარალელურ კლასებში არიან გადანაწილებულნი. სასწავლო წლის ბოლოს დამრიგებლების ორგანიზებით მოსწავლეებისთვის მცირე გამოსამშვიდობებელი ღონისძიებები გაიმართა.
პატარებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს, რამდენად სწრაფად იზრდებიან, სწავლობენ და იძენენ პირველ მეგობრებსა და სასკოლო მოგონებებს. ღონისძიებები სახალისო და საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული, რაც ბავშვებისთვის ერთგვარ თბილ მოგონებად დარჩება.
ამასთან, სკოლაში უკვე აქტიურად მიმდინარეობს 2026-2027 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია. როგორც სკოლის ხელმძღვანელი აღნიშნავს, ამ დროისთვის უკვე 27 მომავალი პირველკლასელია რეგისტრირებული.
ლაითურის საჯარო სკოლაში მოუთმენლად ელიან ახალ პატარებთან შეხვედრას მათთვის, ვინც სულ მალე ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და დაუვიწყარ ეტაპს, სასკოლო ცხოვრებას დაიწყებს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა