სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თავისუფლების დღე-სასწაული ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში - მესამეკლასელებმა 26 მაისი ხელოვნებისა და პატრიოტიზმის ზეიმად აქციეს
27-05-2026
-
+


26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში ყოველთვის განსაკუთრებულად აღინიშნება, თუმცა წლევანდელი ღონისძიებები დაწყებითი კლასების მოსწავლეებისა და მათი პედაგოგების შემოქმედებითობის წყალობით მართლაც გამორჩეული და დაუვიწყარი აღმოჩნდა. სკოლის პატარა პატრიოტებმა, მასწავლებლებთან ერთად, ქვეყნის უმთავრეს დღესასწაულს ორი ულამაზესი აქტივობა მიუძღვნეს და ეს დღე ნამდვილ ხელოვნებად აქციეს!

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, პედაგოგ სალომე კვირკველიას სადამრიგებლო მე-3 კლასის მოსწავლეებმა ნამდვილი შემოქმედებითი ფურორი მოახდინეს. პატარებმა, მასწავლებლის ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სპეციალური მუსიკალური კლიპი ჩაწერეს.

ეს ვიდეორგოლი არ არის მხოლოდ სადღესასწაულო აქტივობა - მასში თითოეული ბავშვის გულწრფელი ემოცია, სამშობლოს სიყვარული და თავისუფლების იდეის გააზრება ჩანს. პედაგოგის ინოვაციურმა მიდგომამ მოსწავლეებს მისცა საშუალება, თანამედროვე ხელოვნების ენით გამოეხატათ საკუთარი პატივისცემა ქვეყნის ისტორიის მიმართ, რამაც კლიპი საზოგადოებისთვის უაღრესად ემოციურ და დასამახსოვრებელ საჩუქრად აქცია.

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლელების შემოქმედებითი მიდგომები მეტად წარმოაჩინა მე-3 „ბ“ კლასის მოსწავლეთა აქტივობა, პედაგოგ ლია სიმონიშვილის ხელმძღვანელობიათ - მათ 26 მაისი ანა ბერძენიშვილის სახელობის ბიბლიოთეკასთან მჭიდრო თანამშრომლობით აღნიშნეს, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ბიბლიოთეკის წარმომადგენელს - ნანი სალუქვაძეს.

ერთობლივი ძალისხმევით მოეწყო ულამაზესი ლიტერატურული საღამო თემატიკით: „ანა და საქართველო“. პატარა მოსწავლეებმა დიდი ემოციითა და არტისტულობით წაიკითხეს პოეტური სტრიქონები, რომლებიც სამშობლოს, თავისუფლებასა და ეროვნულ სიამაყეს ეძღვნებოდა. პედაგოგ ლია სიმონიშვილისა და ბიბლიოთეკარ ნანი სალუქვაძის პროფესიონალიზმმა, მათმა მზრუნველმა ხელწერამ შეძლო ბავშვებში წიგნიერებისა და პატრიოტული სულისკვეთების საოცარი სინთეზი მოეხდინა.

აღნიშნული აქტივობებით ოზურგეთის N1 საჯარო სკოლამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მათთან  განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა ღირებულებების ჩამოყალიბებას. ჩვენ კი დავძენთ, რომ სალომე კვირკველიასა და ლია სიმონიშვილის მსგავსი პროფესიონალი, მოტივირებული და შემოქმედებითი პედაგოგები ქმნიან გარემოს, სადაც ბავშვები პირველივე ნაბიჯებიდან სწავლობენ საკუთარი ქვეყნის სიყვარულსა და დამოუკიდებლობის ფასს.

ვიდეო იხილეთ ბმულზე
 
 
 
 
 
 
 
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება