| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ბარალეთის N1 საჯარო სკოლამ ცხოვრების დიდ გზაზე კიდევ ერთი გამორჩეული და ნიჭიერი თაობა გააცილა - სკოლის კედლებში მეთორმეტეკლასელებისთვის საზეიმოდ დაირეკა ბოლო ზარი, ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით გამართულმა გამოსამშვიდობებელმა ღონისძიებამ კი სკოლაში უთბილესი ემოციები, მონატრების სევდა და მომავლის დიდი იმედი გააჩინა.
კურსდამთავრებულებმა დიდი სიყვარულით გაიხსენეს „ცოდნის ტაძარში“ გადადგმული პირველი ნაბიჯები და ის დაუვიწყარი 12 წელი, რომელიც მშობლიურ კედლებში გაატარეს.
მოსწავლეებმა შეასრულეს ქორეოგრაფიული ნომრები, წარმოადგინეს სკეტჩები, რომელთა საშუალებითაც გააცოცხლეს სასკოლო ცხოვრების საინტერესო და სახალისო ეპიზოდები და რა თქმა უნდა, არც მადლიერების სიტყვები დავიწყებიათ, რომელთა ადრესატებიც მასწავლებლები იყვნენ.
პედაგოგებმა თითოეულ კურსდამთავრებულს უსურვეს წარმატებები, ბედნიერი მომავალი და დასახული მიზნების მიღწევა.
„გზა მშვიდობისა, ბარალეთის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებო! სკოლა მუდამ იამაყებს თქვენი თითოეული წარმატებით!“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას