| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, თორიის საჯარო სკოლამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი და საოცრად ემოციური ღონისძიება მიუძღვნა; ამ მასშტაბური დღესასწაულის შემოქმედნი კი მოსწავლეებთან ერთად, სკოლის გამორჩეული პედაგოგები იყვნენ.
ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა - არეკნაზ დარბინიანმა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა - ნელლი მალხასიანმა მოსწავლეებს მისცეს საშუალება, სიღრმისეულად გაეაზრებინათ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, წარმოეჩინათ სახელმწიფო ენის ცოდნის ხარისხი და თანატოლებისთვის კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ, როგორი იყო საქართველოს ისტორიული გზა თავისუფლებამდე.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-7, მე-8 და მე-11 კლასის მოსწავლეები, რომლებმაც პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული აქტივობები წარმოადგინეს:
მათ შეასრულეს თემატური მუსიკალური ნომრები, წაიკითხეს ლექსები და წარმოადგინეს მინი-სპექტაკლი მეფე ერეკლეზე, რამაც დამსწრე საზოგადოება საქართველოს გმირულ წარსულში ამოგზაურა.
ღონისძიების კულმინაცია კი ყველაზე ამაღელვებელი აღმოჩნდა - თორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შეჰფიცეს, რომ მუდმივად იდგებიან საქართველოს დამოუკიდებლობის, მისი წინსვლისა და უკეთესი მომავლის სადარაჯოზე.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას