სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

განძის N2 სკოლას კურსდამთავრებულები, უნივერსიტეტის დესპანების როლში ესტუმრნენ - სტუდენტებმა მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს
28-05-2026
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან. ამ მიზნით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება. 

როგორ სკოლაში გვეუბნებიან, 20 მაისს სკოლაში სადღესასწაულო და შთამაგონებელი ატმოსფერო სუფევდა. მაღალი კლასების მოსწავლეებს ჰქონდათ გამორჩეული შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) სტუდენტებთან, ამავე სკოლის წარჩინებულ და საამაყო კურსდამთავრებულებთან -  არფიკ ჰარუთუნიანთან და ალინა წარუკიანთან.

​უნივერსიტეტის სპეციალური პროგრამით მოვლენილი კურსდამთავრებულები ესტუმრნენ მომავალ აბიტურიენტებს, რათა მათთვის ხელმისაწვდომი გაეხადათ სრული ინფორმაცია სტუდენტური ცხოვრების შესახებ. მათ დამსწრეებს დეტალურად გააცნეს უნივერსიტეტის სტრუქტურა, მიმდინარე საქმიანობა, უმაღლესი განათლების უპირატესობები და შესაძლო სირთულეები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამებსა და სტუდენტებისთვის გადაშლილ ახალ პერსპექტივებს.

შეხვედრის დასასრულს, არფიკმა და ალინამ თბილად და ამომწურავად უპასუხეს მოსწავლეების მრავალრიცხოვან კითხვებს და მათ მომავალ გამოცდებზე წარმატებები უსურვეს.

„​უდიდესი სიამაყეა ჩვენი აღზრდილების წარმატებების ხილვა და მათი მჭიდრო კავშირი მშობლიურ სკოლასთან. კეთილი იყოს თქვენი მავალი და ახალ-ახალ მწვერვალებს მიაღწიეთ, ძვირფასო სტუდენტებო!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ კურსდამთავრებულთა სტუმრობა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება