სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ანბანის ჯადოსნურ სამყაროში“ - სამთაწყაროს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო მიღწევები ლამაზი ღონისძიებით შეაჯამეს 
27-05-2026
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში I კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებელ ლია მეხრიშვილის ხელმძღვანელობით, გამართეს შემოქმედებითი ღონისძიება სახელწოდებით - „ანბანის ჯადოსნურ სამყაროში“.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებს წარმოეჩინათ ქართული ანბანის ცოდნა, განევითარებინათ ზეპირი მეტყველება, თვითგამოხატვის უნარი, სცენური კულტურა, გუნდური მუშაობა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა.

პატარებმა ანბანი გააცოცხლეს ლექსებით, სიმღერებით, ცეკვებით, მოძრაობით, სცენური წარმოდგენითა და შემოქმედებითი ნამუშევრებით. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი, მოამზადეს პრეზენტაცია და დიდი მონდომებით მიიღეს მონაწილეობა ღონისძიებაში.

თითოეულმა მოსწავლემ საკუთარი წვლილი შეიტანა საერთო წარმატებაში: ზოგმა ასოები გააფორმა, ზოგმა სიტყვები წარმოადგინა, ზოგმა სცენაზე თამამად თქვა თავისი სათქმელი, ზოგმა კი მეგობრებს მხარი დაუჭირა და გუნდური სულისკვეთება გამოავლინა. მუსიკალურმა ნომრებმა და ცეკვებმა სცენაზე განსაკუთრებული ხალისი, სითბო და ბავშვური გულწრფელობა შემოიტანა.

განსაკუთრებით ემოციური იყო მშობელთა ჩართულობა ღონისძიებაში. მათი მონაწილეობა ბავშვებისთვის დიდი სიხარულისა და მოტივაციის წყარო გახდა და კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მშობლისა და შვილის თბილი, ძლიერი და სიყვარულით სავსე კავშირი.

ღონისძიებას ონლაინ ესწრებოდა სკოლის დირექტორი ქალბატონი ეკატერინე ჩიტაური. ასევე ესწრებოდნენ დირექტორის მოადგილე ქალბატონი ელენე გრიგორიადისი, სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები. ღონისძიების დასასრულს დამსწრე საზოგადოებამ დადებითად შეაფასა მოსწავლეთა გამოსვლა, ხოლო დირექტორის მოადგილემ მასწავლებელსა და მოსწავლეებს გადასცა სიგელები, რაც მნიშვნელოვანი მოტივაციაა როგორც მოსწავლეებისთვის, ისე პედაგოგებისთვის.

ეს იყო დღე, როდესაც ანბანი იქცა სიხარულად, ფერებად, სიმღერად და პირველ დიდ სასკოლო წარმატებად.

სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური მადლობას უხდის მასწავლებელ ლია მეხრიშვილს ასეთი შრომატევადი, საინტერესო და მოსწავლეზე ორიენტირებული ღონისძიების განხორციელებისთვის.

„განსაკუთრებული მადლობა ჩვენს პატარა პირველკლასელებს მონდომებისთვის, სითამამისთვისა და ლამაზი ნამუშევრებისთვის. მადლობა მშობლებს მხარდაჭერისთვის და მასწავლებელს სიყვარულითა და პროფესიონალიზმით დაგეგმილი სასწავლო პროცესისთვის. ასეთი აქტივობები ბავშვებს აძლევს რწმენას, რომ სწავლა საინტერესო, ლამაზი და წარმატებით სავსე გზაა.

ვულოცავთ I კლასის მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს!

გისურვებთ, ქართული ანბანის ჯადოსნური სამყარო გახდეს თქვენი დიდი ცოდნის, ახალი აღმოჩენებისა და წარმატებული სასწავლო გზის დასაწყისი“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი. 

იხილეთ ვიდეო:
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება