| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის პირველკლასელებმა სასწავლო წელი საინტერესოდ შეაჯამეს.
l ა კლასში, პედაგოგ მაია ყულეჯიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარადა ინტეგრირებული გაკვეთილ-ვიქტორინა - „ყველაზე ჭკვიანები და მხიარულები“.
ინტეგრირებული გაკვეთილ-ვიქტორინა სასწავლო წლის მიწურულს გაიმართა და ემსახურებოდა მთელი წლის განმავლობაში შესწავლილი მასალის შეჯამებასა და ცოდნის განმტკიცებას ემსახურებოდა.
ვიქტორინა აერთიანებდა სხვადასხვა საგანს:
მოსწავლეები სამ გუნდად - „წითელქუდიანებად“, „ლურჯქუდიანებად“, „ყვითელქუდიანებად“ იყვნენ დაყოფილნი და მრავალფეროვანი, საინტერესო დავალებების შესრულების გზით წარმოაჩინეს წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა, ლოგიკური აზროვნება, შემოქმედებითი უნარები და გუნდური მუშაობის კულტურა.
გაკვეთილი მიმდინარეობდა მხიარულ, შემეცნებით და კეთილგანწყობილ გარემოში, სადაც სწავლა თამაშის ელემენტებთან იყო შერწყმული. პატარა მონაწილეებმა დიდი მონდომებით, აქტიურობითა და ინტერესით უპასუხეს შეკითხვებს, შეასრულეს შემოქმედებითი და სააზროვნო აქტივობები და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ცოდნის მიღება სიხარულთან და თანამშრომლობასთან ერთად განსაკუთრებით ნაყოფიერია.
„ინტეგრირებული გაკვეთილ-ვიქტორინა გახდა სასწავლო წლის ღირსეული შეჯამება, რომელმაც ნათლად წარმოაჩინა პირველკლასელთა მიღწევები, განვითარებული უნარები და ცოდნისადმი სიყვარული“,- აღნიშნავენ სკოლაში, მადლობას უხდიან მასწავლებლებს და წარმატებას უსურვებენ მოსწავლეებს.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას