| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარდევანის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი ღირსეული თაობა გააცილა.
მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. წელს სკოლა 16-მა მოსწავლემ დაამთავრა წარმატებით. მათგან სამი ოქროს მედლის კანდიდატია.
გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, რომელმაც მთელი სკოლა გააერთიანა. ახალგაზრდებს სასკოლო საზოგადოებამ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა და სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებისთვის ამ მნიშვნელოვანი დღის მისალოცად მისული იყვნენ მასწავლებლები, მშობლები, თანასოფლელები და სტუმრები სხვადასხვა სოფლიდან.
მოსწავლეებთან გამომშვიდობება განსაკუთრებით ემოციური იყო კლასის დამრიგებლის - ნანული ზურნაჩიანისთვის. მან მე-12 კლასელებს წარმატებისკენ მიმავალი გზა დაულოცა და ნათელი მომავალი უსურვა.
„ჩვენს მოსწავლეებს დიდ წარმატებას და ბედნიერებას ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახალგაზრდების დიდი მხარდამჭერებად და გულშემატკივრებად რჩებიან.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას