| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ობჩის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, პედაგოგები მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე ზრუნავენ. რაღა თქმა უნდა, სკოლაში აქტიურად აღინიშნება ეროვნული დღესასწაულები.
14 აპრილს, პირველი ობჩის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გააჟღერეს ქართული ენის სიდიადე - წაიკითხეს ემოციური ლექსები და დამსწრე საზოგადოებას დედაენის ისტორიის მნიშვნელოვანი ეპიზოდები გაახსენეს.
დღის კულმინაცია შემეცნებითი ვიქტორინა გახდა, რომელმაც ბავშვებში დიდი ინტერესი და აზარტი გამოიწვია. ღონისძიების დასასრულს გამარჯვებული გუნდი საზეიმოდ დაჯილდოვდა სიგელებით.
„დღეს, როცა დედაენის დღეს ვზეიმობთ, გვახსოვდეს, რომ ქართული ენის დაცვა და მისი სწორად გამოყენება თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური მოვალეობაა. ნუ დავამახინჯებთ მას, ნუ დავკარგავთ მის მრავალფეროვნებას. გაუფრთხილდით ქართულს - ჩვენს ყველაზე დიდ ეროვნულ საგანძურს!“, - ამ სიტყვებით მიმართეს პედაგოგებმა მოსწავლეებს და ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობა შეახსენეს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას