სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გისურვებთ არასოდეს შეწყვიტოთ ოცნება და საკუთარი თავის რწმენა“ - კასრისწყლის საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები ღონისძიებით გააცილეს
25-05-2026
-
+


ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყლის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი ლამაზი თაობა დააფრთიანა. 

20 მაისს სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. სასკოლო საზოგადოებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს დღე მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად ექცია.

გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, რომელშიც სიმბოლურად მომავალი პირველკლასელებიც მონაწილეობდნენ. მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მთელმა სკოლამ მიულოცა. 

ახალგაზრდებს სასკოლო საზოგადოებამ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა და სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილა. 

„კიდევ ერთი ლამაზი და დაუვიწყარი დღე კასრისწყალის საჯარო სკოლაში. გილოცავთ... 

ამ განსაკუთრებულ დღეს ღონისძიებაში მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობდნენ ჩვენი მომავალი პირველკლასელებიც. მათმა ღიმილმა და ენერგიამ კიდევ უფრო გაალამაზა ეს დაუვიწყარი დღე.

ბოლო ზარი ყოველთვის ემოციებით სავსე მოგონებაა - სიხარული, მონატრება, ახალი დასაწყისი და დიდი ოცნებები ერთად. მადლობა თითოეულ მონაწილეს მხარდაჭერისა და ამ დღის გალამაზებისთვის 

წინ დიდი გზა და უამრავი წარმატებაა! გისურვებთ არასოდეს შეწყვიტოთ ოცნება და საკუთარი თავის რწმენა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება