სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თაობათა შეხვედრა და ახალი გზის დასაწყისი - ზემო ნატანების საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ დაირეკა
25-05-2026
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, ზემო ნატანების საჯარო სკოლაში კიდევ ერთი ემოციური, საზეიმო და დასამახსოვრებელი ფურცელი ჩაიწერა - მეთორმეტეკლასელებისთვის სკოლის კედლებში ბოლო ზარი დაირეკა, რამაც ერთ სივრცეში გააერთიანა სკოლის მრავალწლიანი ტრადიციები, თაობათა შორის არსებული მტკიცე კავშირი და მომავლის დიდი იმედი.

ღონისძიება განსაკუთრებულად თბილი და ემოციური აღმოჩნდა, რადგან კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება უმცროსმა მეგობრებმა - პირველი და მეორე კლასის მოსწავლეებმა მიულოცეს, რამაც ღონისძიებას განსაკუთრებული ელფერი შესძინა.

პირველკლასელებმა, კლასის დამრიგებელ თამარ ხომერიკთან და მეორე კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ ცისანა გოგოტიშვილთან ერთად საგულდაგულოდ მომზადებული ნომრებითა და გულწრფელი სურვილებით გააცილეს უფროსი მეგობრები ცხოვრების გზაზე. ამ ლამაზმა ჟესტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, თუ რამდენად მეგობრული და ერთიანია ზემო ნატანების საჯარო სკოლის დიდი ოჯახი.

კურსდამთავრებულებს გვერდით ედგა მათი დამრიგებელი, ნაირა ურუშაძე, რომელმაც წლების განმავლობაში უდიდესი შრომა, ენერგია და სიყვარული ჩადო თითოეული მოსწავლის პიროვნულ და აკადემიურ განვითარებაში.

ამ უმნიშვნელოვანეს დღეს მეთორმეტეკლასელთა გვერდით იყვნენ სკოლის დირექცია, პედაგოგები, მშობლები და მოწვეული საპატიო სტუმრები. ღონისძიებას ესწრებოდნენ სოფლის დეპუტატი, ბატონი დავით თოიძე და მამა მიქაელი, რომლებმაც ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს, ცხოვრების ახალ ეტაპზე წინსვლა, დასახული მიზნების მიღწევა და სამშობლოს საკეთილდღეოდ წარმატებული მოღვაწეობა უსურვეს.

სკოლა განსაკუთრებულ მადლობას უხდის სოფლის გამგებელს, ქალბატონ ანა ღლონტს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის. 

ზემო ნატანების საჯარო სკოლა ამაყობს კურსდამთავრებულებით - გვჯერა,  ყოველთვის ასახელებთ მშობლიურ სკოლასა და სოფელს!


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება