სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თაობათა შეხვედრა და კულტურული დიალოგი  - სულორის საჯარო სკოლის დირექციის მხარდაჭერითა და პედაგოგის ინიციატივით საინტერესო ღონისძიება გაიმართა 
25-05-2026
-
+


ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორის საჯარო სკოლის რუსული ენისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგის, ხათუნა ღლონტის ინიციატივით, 13 მაისს, საზოგადოება „ძველი ქუთაისელების“ დარბაზში, საინტერესო ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიების მთავარი მიზანი იყო: უფროსი და ახალი თაობის შეხვედრა, მათ შორის ცოცხალი დიალოგის წარმართვა და ქუთაისის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობისა თუ ტრადიციების გაზიარება ახალგაზრდებისთვის.

როგორც სულორის საჯარო სკოლაში გვეუბნებიან, შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა. საღამოს მასპინძელი გახლდათ პოეტი ირმა ქურასბედიანი, რომელმაც ულამაზესი ლექსებით წარმართა ღონისძიება. შეხვედრაზე შემოქმედებითი ნომრებითა და თბილი მოგონებებით წარდგნენ ქუთაისის ინტელიგენციის ღვაწლმოსილი წარმომადგენლები: საკუთარი ლექსები წაიკითხეს პოეტებმა - ნათელა ივანიაძემ, ედუარდ თუთბერიძემ და გულო გულიხიძემ; საღამოს განსაკუთრებული მუსიკალური ელფერი შესძინეს ოპერის და თეატრის ღვაწლმოსილმა მუსიკოსმა ნათელა ჩანქსელიანმა და მუსიკოსმა ნანა გორგოძემ.

საღამოს დასასრულს, „ძველი ქუთაისლების“ წევრებმა მოსწავლეებს საჩუქრად გადასცეს წიგნები და საკუთარი ლექსების კრებულები, რაც მათთვის უდიდესი მოტივაცია იქნება.

აღნიშნული პროექტი სულორის საჯარო სკოლის დირექტორის და სოფლის დეპუტატის, ქალბატონ დოდო ჩახუნაშვილის სრული მხარდაჭერით, აგრეთვე VI, VII, X, XI , XII კლასების დამრიგებლების აქტიური ჩართულობით განხორციელდა.

საგულისხმოა, რომ ამ იდეის ირგვლივ სკოლის სხვადასხვა - მათემატიკის, დაწყებითი განათლების, ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენების, საზოგადოებრივი მეცნიერებების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ესთეტიკური აღზრდის კათედრის პედაგოგები გაერთიანდნენ.

ასევე, სასკოლო საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო მშობლების მხარდაჭერა და მათი უშუალო ჩართულობა ამ პროცესში.

„გულწრფელ მადლობას ვუხდი ქალბატონ ირმა ქურასბედიანს, სკოლის დირექციას, თითოეულ პედაგოგს, მშობელსა და მოსწავლეს, რომელთა ერთობლივი ძალისხმევითა და მხარდაჭერითაც აღნიშნული ღონისძიება შედგა და ასეთი წარმატებული აღმოჩნდა!“, -აღნიშნავენ სკოლაში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება