სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თეატრალური საღამო დაუვიწყარი ემოციებით - ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის N2 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელების სპექტაკლი „უსიტყვოდ“ 
25-05-2026
-
+


ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე, ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის N2 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელთა მონაწილეობით, სპექტაკლი „უსიტყვოდ“ გაიმართა. სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებული ეს განსაკუთრებული წარმოდგენა მოსწავლეებისთვის, პედაგოგებისა და დამსწრე საზოგადოებისთვის დაუვიწყარ და ემოციებით სავსე საღამოდ იქცა.

საღამოს დასაწყისშივე მაყურებელი სრულიად განსაკუთრებულ სამყაროში აღმოჩნდა - ჩარლი ჩაპლინისეული მუნჯი კინოს ესთეტიკა, ვიზუალური და მუსიკალური გადაწყვეტები და სცენური ატმოსფერო დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარ გამოცდილებად ექცა.

დარბაზში შეკრებილმა მაყურებელმა იხილა 82 მოსწავლის ერთობლივი შესრულება, სადაც თითოეულმა მათგანმა სიმბოლურად მთავარი როლი შეასრულა. შთაბეჭდილება კიდევ უფრო გაამძაფრა იმ ფაქტმა, რომ სცენაზე წარმოდგენილი დინამიკა, ემოცია და მსახიობური ოსტატობა ხშირად პროფესიონალური თეატრის დადგმასაც უტოლდებოდა.

სპექტაკლის მსვლელობისას განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ეპიზოდებმა, რომლებიც სხარტი გურული იუმორით იყო გაჯერებული. მათ შორის დასამახსოვრებელი იყო სცენები „გაკვეთილი“ და „შატალო“, რომლებმაც დარბაზში არაერთი დადებითი ემოცია გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ პროექტზე მუშაობდნენ: რეჟისორი ვახტანგ ჩხარტიშვილი, მუსიკალური გაფორმების ავტორი მაია თოთიბაძე, ქორეოგრაფები კობა დუნდუა და სოფო ღლონტი. მათი პროფესიული ხედვითა და მოსწავლეთა მონდომებით შეიქმნა წარმოდგენა, რომელმაც სცენაზე ერთიანად გააერთიანა თეატრი, მუსიკა, ცეკვა და ახალგაზრდული ენერგია.

საღამო განსაკუთრებით ემოციური იყო სამივე მეთორმეტე კლასის დამრიგებლებისთვის: თამარ გოგიბერიძისთვის, თამარ ცხომელიძისთვის და ლელა ქინქლაძისთვის, რომლებსაც უხაროდათ და ამაყობდნენ თავიანთი მოსწავლეებით. 

ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორმა ფატი სიორიძემ მოსწავლეებს თბილი სიტყვებით მიმართა, რომელიც დაასრულა სიტყვებით: „გახსოვდეთ, მუდამ მეყვარებით!“

აღსანიშავია, რომ საღამომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სკოლის კედლებს მიღმა მიღებული გამოცდილება ხშირად ნამდვილ ხელოვნებად გარდაიქმნება. სპექტაკლი „უსიტყვოდ“ გახდა არა მხოლოდ გამოსაშვები ღონისძიება, არამედ ემოციური გზავნილი, ერთი მნიშვნელოვანი ეტაპის დასრულების, ახალი ეტაპის დაწყებისა და იმ ფასეულობების შესახებ, რომლებიც მოსწავლეებს მთელი ცხოვრების გზაზე გაჰყვებათ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება